საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს – ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს წარადგენს.
მისივე თქმით, დადებითი ეკონომიკური ტენდენციები ქვეყნის სუვერენული რეიტინგების მიმოხილვებშიც აისახა.
„მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ბოლო წლებში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე გარე შოკების მიმართ. 2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, დადებით დინამიკა გაგრძელდა მომდევნო პერიოდში. ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია. საერთო ჯამში, საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ზრდის პოზიტიურ დინამიკას.
ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებას და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებას,“ – განაცხადა ხუციშვილმა.










