„ქართული ოცნების“ მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში მსჯელობენ, რა შეცდომები დაუშვა ევროპამ 2008 წელს, პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ეს ეროვნული ტრაგედია სრულად არის გასააზრებელი“.
„როგორი უნდა იყოს ევროპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში – ეს არის კონფერენციის თემა, რომელზეც სიტყვით გამოსვლა ბრიუსელში მთხოვეს.
დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება, რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის შეცვლა იყო საჭირო.
რა შეცდომები დაუშვა ევროპამ? როგორი უნდა იყოს მისი პოლიტიკა მომავალში, რომ რუსეთის და ევროკავშირის საერთო სამეზობლოში არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს? „ქართული ოცნების“ მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში სწორედ ამაზე მსჯელობენ.
პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო.
ეს ეროვნული ტრაგედია სრულად არის გასააზრებელი“, – წერს სამადაშვილი.










