LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„რთული პერიოდია, მიმდინარე წელი კრიტიკულია…” – რატი კოჭლამაზაშვილი

„რთული პერიოდია, მიმდინარე წელი კრიტიკულია…” – რატი კოჭლამაზაშვილი

დაპოსტა 2026/10/26-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„ნამდვილად რთული პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რომ, მოგეხსენებათ, დიზელის ფასმა თითქმის 5 ლარს მიაღწია, რაც რეკორდულია და თან ეს ხდება მაშინ, როდესაც საშემოდგომო კულტურების, განსაკუთრებით მარცვლეულის, ხვნა-თესვის პერიოდია“, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა, „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, დიზელის ფასის ზრდა განსაკუთრებით მძიმე გავლენას მარცვლეული კულტურების მწარმოებლებზე ახდენს, რადგან დარგი მაღალი მექანიზაციითა და დაბალი მოგების მარჟით გამოირჩევა.

რატი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, თუ საწვავის მაღალი ფასი მოსავლის აღებამდე შენარჩუნდება, ფერმერებს ხარჯები კიდევ უფრო გაეზრდებათ, რაც მათ კონკურენტუნარიანობას შეამცირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

„ნამდვილად რთული პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რომ, მოგეხსენებათ, დიზელის ფასმა თითქმის 5 ლარს მიაღწია, რაც რეკორდულია. თან ეს ხდება მაშინ, როდესაც საშემოდგომო კულტურების, განსაკუთრებით მარცვლეულის, ხვნა-თესვის პერიოდია.

ეს არის დარგი, რომელიც ამას ყველაზე მძიმედ განიცდის, იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, ყველაზე მეტად მექანიზებულია და, შესაბამისად, საჭიროებს ტექნიკას, რომელიც დიზელს მოიხმარს, ხოლო, მეორეს მხრივ, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მარჟა სწორედ აქ არის.

ჩვენი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც ნიშნავს, რამდენს ვაწარმოებთ შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ყველაზე დაბალია. ხორბლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ია, სიმინდთან დაკავშირებითაც სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში, როდესაც საშემოდგომო კულტურების, ქერისა და ხორბლის თესვის სეზონია, საკმაოდ ცუდი საწყისი წერტილი გვაქვს. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა და ფერმერებს არა მხოლოდ ხვნა-თესვის, არამედ შემდგომი ოპერაციების შესრულებაც გაძვირებული დიზელით მოუწევთ, ზაფხულში, მოსავლის აღებისას, ეს ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

შესაბამისად, ფერმერების კონკურენტუნარიანობა შემცირდება, იმიტომ, რომ საქართველო მცირე, თუმცა ღია ეკონომიკაა და ქართველ ფერმერს უწევს ღია კონკურენციაში შესვლა როგორც მეზობელი ქვეყნების ფერმერებთან, ისე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებთან.

მოგეხსენებათ, საწვავის ფასების ზრდა საერთაშორისო პრობლემაა. ჩვენ ასევე მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის წევრები ვართ. გასულ თვეში ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მეც ვიმყოფებოდი, სადაც განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ ეს იყო.

სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებმა და მათი ასოციაციების წარმომადგენლებმა აქტიურად ისაუბრეს იმ პოლიტიკაზე, რომელიც მათ ქვეყნებში მოქმედებს.

რადგან ეს საერთაშორისო გამოწვევაა, მისი კონტროლი ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოები შესაბამის პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებენ.

ძირითადად, ეს ფისკალური მექანიზმებია, მაგალითად, აგრარული დიზელისთვის აქციზის გაუქმება. დღგ-ის ნაწილში კი, ძირითადად, გადასახადის ჩათვლის მექანიზმი გამოიყენება.

ეს საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ ამ მიმართულებით ფერმერები, როგორც წესი, გადასახადის გადამხდელ იურიდიულ პირებად არ არიან რეგისტრირებული, ამიტომ ეს საკითხი მათთვის დღის წესრიგში არ დგას ან მხოლოდ მცირე რაოდენობას ეხება.

შესაბამისად, ყველაზე ხშირად გამოყენებული მექანიზმები, რომლებსაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებით, სწორედ აქციზსა და დღგ-ს უკავშირდება.

რატომ არის ამის განხორციელება საქართველოში რთული? – სამწუხაროდ, ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის პროცესიც კი არ დასრულებულა, ხოლო ფერმერთა რეგისტრაციის მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მსგავსი პროგრამების განხორციელება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია, რომ შეღავათები მიზნობრივად მიემართებოდეს სოფლის მეურნეობაში და იაფი დიზელის გამოყენებამ უბრალოდ საწვავის მოხმარების ზრდა კი არ გამოიწვიოს, არამედ შეღავათით უშუალოდ ფერმერებმა ისარგებლონ და საწვავი სოფლის მეურნეობაში გამოიყენონ.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მაშინ დიზელის ფასი დაახლოებით 3 ლარი იყო, დღეს კი 5 ლარს უახლოვდება. მიმდინარე წელი კრიტიკულია, რადგან აგროსამუშაოები უკვე გაძვირებული დიზელით დაიწყო.

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. მოგეხსენებათ, გლობალური მოვლენებია… ამიტომ მსგავსი მექანიზმების ამოქმედება, როგორც წესი, სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სამხრეთ აფრიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ საქართველოში
მთავარი

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო...

დაწვრილებითDetails

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება
მთავარი

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5966 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ. „და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს – პოლიცია დამნაშავეს ეძებს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. მკვლელობის ფაქტს "პირველებს" უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ფოთში, 47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულმა კარბაიამ სასამართლოზე დუმილი დაარღვია....

დაწვრილებითDetails

ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ანტალიაში ტორნადოსა და შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
მთავარი

26 ოქტომბერს, თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება TRT Haber. ანტალიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი - საავადმყოფოში. „დღეს, პროვინციული...

დაწვრილებითDetails

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება
მთავარი

შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
იმერეთში საარსებო შემწეობას 76 784 ადამიანი იღებს
მთავარი

საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა. 28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"