საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანა გრძელდება. TV პირველის ინფორმაციით, ხეებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატიდან რგავენ.
როგორც ტელეკომპანიასთან ინჟინერი ზაალ ხასია ამბობს, ისინი ტერიტორიაზე ჯებირებს აწყობენ, რაც ინფრასტრუქტურული პროექტია. ჟურნალისტის თქმით, ადგილზე მომუშავე ადამიანებს სპეციალური აღჭურვილობა არ აქვთ და არც პირბადეები უკეთიათ.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ამასთან არ იზღუდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.