LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს

დაპოსტა 2026/10/14-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.

“ვენეციის კომისიამ 2025 წლის დასკვნაში განაცხადა, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნიდა კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს; კომისიამ რეკომენდაცია გასცა, გაუქმებულიყო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები და გაუმჯობესებულიყო არსებული სამართლებრივი ჩარჩო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი სამომავლო კანონმდებლობა სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის გზით უნდა შემუშავებულიყო.

2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ შემზღუდავ სამართლებრივ ჩარჩოს.

წინა მოსაზრებებში გამოვლენილი შეშფოთების მოგვარების ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო აძლიერებენ სამთავრობო კონტროლს, აფართოებენ შეზღუდვების ფარგლებს და აძლიერებენ საკანონმდებლო ჩარჩოს მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გზით. სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი კონტროლის, მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა პირებმა და ორგანიზაციებმა შეიძლება გონივრულად შეიკავონ თავი კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობის განხორციელებისგან. შედეგად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობა, ისევე როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელება, შესაძლოა შეიზღუდოს არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობასთან დაკავშირებული რისკები იმდენად მაღალი ხდება, რომ ამ რისკების გაწევა გაუმართლებელია.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ამჟამინდელი ფორმით ფიზიკური პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია მკაცრად რეკომენდაციას უწევს, გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც უკავშირდება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებსა და ვალდებულებების დარღვევას, ასევე ისეთ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს ისეთ ფართო ცნებებს, როგორიცაა „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობა ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული გარიგებები. მსგავსი ქმედებები უნდა დარეგულირდეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, პროცედურული გარანტიების სათანადო უზრუნველყოფით. თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, შეინარჩუნოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების მიდგომა, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, და რომ როგორც სანქციების გამომწვევი ქმედება, ისე თავად სანქციები იყოს ზუსტად განსაზღვრული.

მარეგულირებელ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა. ისეთი საკვანძო ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება“, ჩამოყალიბებულია ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ტერმინებით; ეს კი ქმნის გაურკვევლობას იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ვრცელდება შეზღუდვები, და ხელისუფლებას ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ცნებები საჭიროებს დაზუსტებასა და მკაფიო, შეზღუდულ განსაზღვრებას. ამასთანავე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მიმღებლობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა წარიმართოს მსჯელობისა და განხილვის პირობებში, სადაც დაჩქარებული პროცედურები მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს, და უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობა და მათი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს ერთობლივი და სისტემური გავლენის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ ბოლო ცვლილებებისა, რომლებიც შეფასებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და მასთან დაკავშირებულ კანონებში 2025 წლის 16 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების შესახებ.

ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წყობისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის საფრთხეს ქმნის.

ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა მასთან თანამშრომლობა წინამდებარე დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა დიალოგისთვის კვლავ მზად არის. ვენეციის კომისია მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დახმარება გაუწიოს საპარლამენტო ასამბლეას”, – აღნიშნულია დასკვნაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ფეისბუკ გვერდი „საზოგადოება ხობელი“ ცნობილი ექიმის, სვეტლანა გვათუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დამსახურებული ექიმი - პედიატრის ღირსების ორდენის კავალერისა და საზოგადოება " ხობელის" წევრის სვეტლანა გვათუას გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 150 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.07%-ით...

დაწვრილებითDetails

” მანანა კობახიძის გადაწყვეტილება აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც არის მოსამართლეებზე ” – ანა წითლიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პარტიების საკითხის აკრძალვისთვის და შემდეგ საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ...

დაწვრილებითDetails

“ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”- თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

რეჟიმი სწრაფად მოქმედებს იმიტომ, რომ იცის, მისი დრო იწურება – გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სარჩელზე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
„არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი”-გიორგი გახარია
მთავარი

რეჟიმის სულსწრაფობამ, საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კანონგარეშედ გამოაცხადოს, პანიკურ ზღვარს მიაღწია“, - ამის შესახებ  გიორგი გახარია X-ზე წერს. ექს-პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყებას ეხმიანება: „მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

ივანიშვილს სურს, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს – თენგო თევზაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ივანიშვილს სურს, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს – თენგო თევზაძე
მთავარი

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება ბიძინა ივანიშვილის მცდელობაა, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს და ერთპარტიული, ტოტალიტარული მმართველობა დაამყაროს. მისი თქმით, მიზანი პოლიტიკური სივრციდან პროდემოკრატიული ძალების ჩამოშორება...

დაწვრილებითDetails

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე
მთავარი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას საგანგებო განცხადებით ეხმაურება. პოლიტიკოსის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც პარტიების აკრძალვის ეხება, კრემლში დაიწერა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს,...

დაწვრილებითDetails

პარტიების აკრძალვა ივანიშვილის სავაჭრო მონეტაა საერთაშორისო პარტნიორებთან – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ენმ-ს ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭრო მონეტად იყენებს. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სრული ერთსულოვნებით მიიღოს. პარტიების გაუქმების...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ” -მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ” -მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე
მთავარი

მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას, რადგან მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე მეტი პროგრესი აქვს, ვიდრე საქართველოს. „საქართველო არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს. მოლდოვას მიმართ დიდი...

დაწვრილებითDetails

დახურეს 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი – მოლდოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
დახურეს 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი – მოლდოვა
მთავარი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქოლ-ცენტრები აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოტივით ფულს სძალავდნენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე რვა პირია დაკავებული. მასშტაბური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"