LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს

დაპოსტა 2026/10/14-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.

“ვენეციის კომისიამ 2025 წლის დასკვნაში განაცხადა, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნიდა კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს; კომისიამ რეკომენდაცია გასცა, გაუქმებულიყო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები და გაუმჯობესებულიყო არსებული სამართლებრივი ჩარჩო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი სამომავლო კანონმდებლობა სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის გზით უნდა შემუშავებულიყო.

2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ შემზღუდავ სამართლებრივ ჩარჩოს.

წინა მოსაზრებებში გამოვლენილი შეშფოთების მოგვარების ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო აძლიერებენ სამთავრობო კონტროლს, აფართოებენ შეზღუდვების ფარგლებს და აძლიერებენ საკანონმდებლო ჩარჩოს მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გზით. სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი კონტროლის, მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა პირებმა და ორგანიზაციებმა შეიძლება გონივრულად შეიკავონ თავი კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობის განხორციელებისგან. შედეგად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობა, ისევე როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელება, შესაძლოა შეიზღუდოს არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობასთან დაკავშირებული რისკები იმდენად მაღალი ხდება, რომ ამ რისკების გაწევა გაუმართლებელია.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ამჟამინდელი ფორმით ფიზიკური პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია მკაცრად რეკომენდაციას უწევს, გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც უკავშირდება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებსა და ვალდებულებების დარღვევას, ასევე ისეთ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს ისეთ ფართო ცნებებს, როგორიცაა „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობა ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული გარიგებები. მსგავსი ქმედებები უნდა დარეგულირდეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, პროცედურული გარანტიების სათანადო უზრუნველყოფით. თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, შეინარჩუნოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების მიდგომა, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, და რომ როგორც სანქციების გამომწვევი ქმედება, ისე თავად სანქციები იყოს ზუსტად განსაზღვრული.

მარეგულირებელ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა. ისეთი საკვანძო ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება“, ჩამოყალიბებულია ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ტერმინებით; ეს კი ქმნის გაურკვევლობას იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ვრცელდება შეზღუდვები, და ხელისუფლებას ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ცნებები საჭიროებს დაზუსტებასა და მკაფიო, შეზღუდულ განსაზღვრებას. ამასთანავე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მიმღებლობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა წარიმართოს მსჯელობისა და განხილვის პირობებში, სადაც დაჩქარებული პროცედურები მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს, და უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობა და მათი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს ერთობლივი და სისტემური გავლენის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ ბოლო ცვლილებებისა, რომლებიც შეფასებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და მასთან დაკავშირებულ კანონებში 2025 წლის 16 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების შესახებ.

ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წყობისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის საფრთხეს ქმნის.

ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა მასთან თანამშრომლობა წინამდებარე დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა დიალოგისთვის კვლავ მზად არის. ვენეციის კომისია მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დახმარება გაუწიოს საპარლამენტო ასამბლეას”, – აღნიშნულია დასკვნაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მთავარი

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

რა ცვლილება იგეგმება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში – სიახლე ექიმებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
„ეცადეთ, რომ ბავშვმა არ დალიოს“ – ექიმის გაფრთხილება მშობლებს
მთავარი

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით ექიმებისთვის დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში,...

დაწვრილებითDetails

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას ასახელებენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარს ექსპერტიზა უკვე...

დაწვრილებითDetails

“ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი”- დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

ვენეციის კომისიის ერთი და იმავე შინაარსის წიაღსვლები მხოლოდ აღქმებით ანალიზს გულისხმობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სწორედ იმიტომ...

დაწვრილებითDetails

წყალი 22:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ნაძალადევი, ეფრემ ზაქარაიას ქ.N 37-თან ქსელზე დაზიანებაა. „წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 14/10/2026 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდა: ზაქარაიას...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ტარდება. ეკლესია ამ დღეს, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და...

დაწვრილებითDetails

ყველა ცვლილება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
რა არის საჭირო რომ ევროპაში საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეთ
მთავარი

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება. ცვლილებები შეეხება პენსიებს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას, ჯანდაცვას, განათლებასა და სოციალურ პროგრამებს. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე...

დაწვრილებითDetails

დღეს სვეტიცხოვლობაა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ,...

დაწვრილებითDetails

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში ნალექი, ელჭექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში კვლავ მაღალი იქნება, თუმცა კვირის ბოლოს ამინდი ზოგან შეიცვლება. გარემოს ეროვნული...

დაწვრილებითDetails

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   14 ოქტომბერი აქტიური და ნაყოფიერი დღე იქნება. შესაძლოა, მოულოდნელი საქმიანი შეთავაზება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეები გელით.   კურო   დღეს ყურადღება საკუთარ სურვილებსა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"