LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

დაპოსტა 2026/10/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.

„ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს.

სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.

აქვე დეტალურად განვმარტავთ შპს „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას.

1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობის უხეში დარღვევა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ: 404595121)-ის შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესაფასებლად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნას – პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევას. აღნიშნული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების აუცილებელ საფუძველს და მნიშვნელოვანია როგორც კლიენტთან, ისე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შეფასებისა და მართვისთვის.

ამასთან, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად, პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევა მიეკუთვნება მძიმე დარღვევათა კატეგორიას. აღნიშნული კლასიფიკაცია მიუთითებს ამ მოთხოვნებისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მათი შეუსრულებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ ან პროცედურულ ხარვეზს, ვინაიდან მნიშვნელოვნად ზღუდავს კლიენტის ვინაობის დადგენის, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასების, განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგისა და საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.

სწორედ დარღვეული მოთხოვნების ფუნდამენტური ხასიათი, მათი მნიშვნელობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ფულადი ჯარიმის მოცულობას. შესაბამისად, სანქციის ოდენობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი თანხობრივი გამოხატულების, არამედ დარღვეული ვალდებულებების არსისა და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით.

2. აკრძალული და უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციები

შემოწმების ფარგლებში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ვირტუალური აქტივის მიმღებმი სამართთანდაკავშირებით საჯარო წყაროებში, მათშორის, Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით, იძებნებოდა ინფორმაცია აღნიშნული მისამართის Telegram არხის/ჯგუფის მეშვეობით სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების სავარაუდო რეალიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ. ამასთან, ტრანზაქციების ინტენსივობის, მსგავსი მახასიათებლებისა და მოცულობის გათვალისწინებით, ანალოგიური ხასიათის ტრანზაქციები ფიქსირდებოდა სხვა ვირტუალური აქტივის მისამართებზეც.

3. ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში

გარდა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისა, შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესრულებული ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აღრიცხული ინფორმაციის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების ე.წ. „ლოგირება“ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება. ამასთან მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა როგორც სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გადამოწმების სისტემაში, რის გამოც ვერ დასტურდებოდა მომხმარებელთა სათანადო გადამოწმება, ისე საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის სისტემაში. კერძოდ, არსებული ხარვეზები ხელს უშლიდა მაღალი რისკის ოპერაციების, მათ შორის, სხვადასხვა ბლოკჩეინზე განხორციელებული დაკავშირებული ტრანზაქციებისა და ვირტუალური აქტივის საფულეებს შორის კავშირების გამოვლენას. ამასთან, კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგინა ანგარიშგება ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოპერაციებში იკვეთებოდა საეჭვოობის სხვადასხვა ინდიკატორი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჯარიმების წესის შესაბამისად, საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარუდგენლობა და პროგრამულ (ელექტრონულ) სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დარღვევათა კატეგორიას.

4. სებ–ისთვის არასწორი და არასრული ინფორმაციის წარდგენა

გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოწმების ფარგლებში არასწორი და არასრული ინფორმაცია წარუდგინა. წარმოდგენილ მონაცემებში არსებულმა შეუსაბამობებმა და ინფორმაციის განმეორებით გამოთხოვის აუცილებლობამ შეაფერხა შემოწმების პროცესი. ამასთან, შემოწმების შედეგად ვერ დადასტურდა, რომ კომპანიის პროგრამული სისტემები, ადამიანური რესურსი და შიდა კონტროლის მექანიზმები შეესაბამებოდა მისი საქმიანობის მასშტაბს, ტრანზაქციების მოცულობასა და ვირტუალური აქტივების სექტორისთვის დამახასიათებელ რისკებს.

დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ზედამხედველობას რისკზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 31 დეკემბრის №297/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩოს“ საფუძველზე ახორციელებს.

ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებისა და საქართველოს ორგანული კანონმდებლობის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობა ხორციელდება რისკზე დაფუძნებული მიდგომით. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, ერთი მხრივ, საზედამხედველო ყურადღების მომეტებული რისკის მატარებელ სუბიექტებსა და საქმიანობებზე კონცენტრირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული საზედამხედველო რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

აღნიშნული პრინციპებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს როგორც წინასწარ დაგეგმილ საზედამხედველო შემოწმებებს, ისე, შესაბამისი რისკის ან გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, არაგეგმურ (ე.წ. ad hoc) ინსპექტირებებს. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში ამჟამადაც მიმდინარეობს რამდენიმე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე ინსპექტირება.

მხოლოდ 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯამში 51 საზედამხედველო სუბიექტი შემოწმდა, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“. ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს სხვა საზედამხედველო სუბიექტების შემოწმებებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემში არ არის ასახული. დასრულებული შემოწმებების შედეგად, სუბიექტების უდიდესი უმრავლესობის მიმართ გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად გამოყენებულ იქნა ფულადი ჯარიმები, რაც ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ საზედამხედველო მიდგომას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი – საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის…გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”- პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედ მთავრობასთან” – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

პანამაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

პანამაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვეყანა, წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბურ ნგრევასა და მსხვერპლს...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 3 000 ლარია…“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
მთავარი

დღესდღეობით სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელსაც უკურნებელ სენსაც უწოდებენ. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი - შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია,...

დაწვრილებითDetails

რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვის ხანგრძლივი გამოუცხადებლობა შესაძლოა, მისი რეგისტრაციის შეჩერებისა და საბოლოოდ ბაღიდან ამორიცხვის მიზეზი გახდეს. თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესი არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი კონკრეტული რაოდენობის გაცდენის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"