ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა.
დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.










