სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.









