LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კაცი ადგილზე გარდაიცვალა,ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა

სიმართლე უნდა ითქვას – ყველანი ნასვამები ყოფილან – რას ჰყვება ადგილობრივი ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

დაპოსტა 2026/06/05-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა.

დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. ავარიის დროს მსუბუქად დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია, მას დაზიანება თვალის არეში აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა საფიჩხიაზე გვიან ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ტრაგედიის დეტალებს “კვირის პალიტრას” უყვება.

“ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც ავარიის დროს გადარჩა, თურმე, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა თავისი სახლიდან. ამ ბიჭის ანუ მეგობრის მშობლის მანქანის საჭესთან დამჯდარა გოგონა, რომელიც ახლა დაკავებულია. გავიდნენ ქალაქში და მოხდა ეს უბედურება. დაეჯახნენ გაჩერებულ მანქანას. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ყველა მათგანს ვიცნობ. საოცარი ბიჭი იყო გიორგი, ძალიან საყვარელი, სიცოცხლით სავსე, თბილი.

დაიღუპა მთელი ოჯახი, როგორ უნდა გაუძლოს დედამ?! ამ ამბის გაგების შემდეგ სასოწარკვეთილ გიორგის დედას თვითდაზიანება მიუყენებია, კლინიკაში რომ მიიყვანეს იძახდა, თურმე, მე თავი დამანებეთ, ჩემი გიორგი გადამირჩინეთო. საუბედუროდ, გიორგი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

გიორგი მანქანის ღია ფანჯარაზე მჯდარა, თორემ გადარჩებოდა. ამბობენ, ხერხემალშია გადატეხილი ბავშვიო. ღამით მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა, საჭე ვერ დაიმორჩილა იმ გოგომ და დაეჯახა ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს. შეჯახების დროს გადმოვარდა გიორგი მანქანის ფანჯრიდან და შემდეგ მანქანის ქვეშ მოჰყვა. ამბობენ, რომ ადგილზე დაიღუპა.

ძალიან კარგი მშობლები ჰყავს გიორგის. მამამისი სასწრაფოს მძღოლია, რამდენიმე დღის წინ, თურმე, მამამისს მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და იმ ავარიის დროსაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ამიტომ გიორგის მამაც ციხეშია და ახლა მას ეს თავზარდამცემი ამბავი დაემართა. დედამისი არაჩვეულებრივი ქალბატონია, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ტრაგედიას. ორ შვილს ზრდიდნენ. გიორგის პატარა და ჰყავს.

დაკავებული გოგოს მშობლები ემიგრაციაში არიან. ეს ბავშვი ბებიასთან იზრდება. სიმართლე უნდა ითქვას – ყველანი ნასვამები ყოფილან. ექსპერტიზა რომ ჩაუტარდათ, თურმე, ყველას აღმოაჩნდა ანალიზებში ალკოჰოლი, მათ შორის – საჭესთან მყოფ გოგოსაც… განაგრძეთ კითხვა

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
გველმა არასრულწლოვანს უკბინა
მთავარი

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  მფაქტი რამდენიმე დღის წინ მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში  მოხდა. როგორც  ცნობილია მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში...

დაწვრილებითDetails

ორი ადამიანის გარდაცვალებაზე „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

„ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს. აბანოთუბანი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. კომპანიის...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა 40 წლის კაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მკვლელობა რუსთავში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გარეჯის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზა, ცივი იარაღით 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შსს-ს ცნობით. არასრულწლოვანი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

2025 წელს კორუფციულ საქმეებში მხილებულთა შორის 13 მაღალი თანამდებობის პირი იყო – გენერალური პროკურორი

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევები – TI განახლებულ სიას აქვეყნებს
მთავარი

2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ...

დაწვრილებითDetails

2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა655 პირის მიმართ დაიწყო – გიორგი გვარაკიძე

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 42 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - უზბეკეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, უგანდის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნსამართლევი 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი...

დაწვრილებითDetails

8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავებულები არიან კვადროციკლით მოძრავი 8 წლის მოზარდები. თვითმხილველების ინფორმაციით, ალაზნის გამზირის მცხოვრებლები, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგონა კვადროციკლით კედელს შეეჯახნენ....

დაწვრილებითDetails

ქვემო ქართლში ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"