რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.
სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთვნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.
ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების თანამშრომლები.










