LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს

შსს ინფორმაციას ავრცელებს

დაპოსტა 2026/03/28-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა – 1977 წელს დაბადებულმა დ.ი-მ, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების: გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების – გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი – „სამსახურიდან დათხოვნა“.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო...

დაწვრილებითDetails

28 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დროა, მოიცილოთ ყოველგვარი მოძველებული რამ თქვენი ცხოვრებიდან, იქნება ეს ოცნებები თუ არაფრის მომტანი იდეები, შეუსრულებელი ვალდებულებები თუ ძველი ნივთები - ყველაფერი, რაც გზაზე დაბრკოლებად გეღობებათ. კურო ზედმეტი ემოციები და...

დაწვრილებითDetails

ცოდვები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ცოდვები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ: 1. მოწყენილობა 2. სიზარმაცე 3. საკუთარი თავის სხვაზე უკეთესად წარმოდგენა 4. მრისხანება 5. კარტის თამაში 6. ტყუილის თქმა 7. აღსარების, სინანულის გადადება 8. შვილთა მოუნათლაობა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7025, ევრო – 3.1114, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5949 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

გასაჯაროვდა ფარული ჩანაწერი, სადაც ქმრის მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამიას აღიარებაა

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, - ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“,...

დაწვრილებითDetails

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 27, 2026
0
ცნობილია ტყიბულში დაღუპული მაღაროელის ვინაობა
მთავარი

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა - შემთხვევა 25 მარტს მოხდა. დაღუპული ჯეირან ავსლანდია გარდაიცვალა „ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ აგოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა......

დაწვრილებითDetails

საქართველოში ევროკავშირიდან, უნებართვოდ მყოფი 3 437 მოქალაქე დააბრუნეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?
მთავარი

2025 წელს უცხოეთიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 4...

დაწვრილებითDetails

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა. მათივე ცნობით, აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარუდგინეს

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"