“ქართული ოცნება” ოპოზიციური ამომრჩევლების განეიტრალებას და მათთვის პირადობის მოწმობის ჩამორთევას 25 ოქტომბერს გეგმავს – ამის შესახებ ქუთაისში ბრიფინგი გამართა კოალაცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გამართა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, რამაზ შენგელიას სახელობის “ტორპედოს” სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, “ქართული ოცნების” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს.
პოლიტიკოსების თქმით, პროცესში ჩართულები არიან კრიმინალური ავტორიტეტები.