LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ” – არჩილ გორდულაძე

” „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ” – არჩილ გორდულაძე

დაპოსტა 2024/09/18-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

„ლელოს” და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს გუშინ ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ არაერთი შეურაცხყოფა აქვთ ნათქვამი, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, ერთი “თვალთხარიას” ეძახდა, მეორე დანაშაულებში ამხელდა (ვგულისხმობ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს), ისინი მზად არიან, რომ ამ შეურაცხყოფების და ურთიერთბრალდებების მიუხედავად შეერთდნენ, რადგან ასეთია მათი დავალება. გუშინ ვნახეთ, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ალბათ, მათში რაიმე ადამიანური მაინც არის დარჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამავე თემაზე საუბრის დროს გორდულაძემ ისაუბრა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზე და აღნიშნა, რომ იგი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას.

„ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ სალომე ზურაბიშვილის როლსაც, რომელიც დავალების შესრულებაში პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩართული. როგორც დავალების შესრულების ერთ-ერთმა რგოლმა თავისი როლი უნდა შეასრულოს და მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი ნეიტრალური და ზეპარტიული უნდა იყოს, ახლაც არღვევს კონსტიტუციას. ახლა ცდილობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირ ჩაერიოს. ეს არ არის სხვა არაფერი, თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს პოლიტიკაში ჩარევა, რაც კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაა ზურაბიშვილის მხრიდან”, – განაცხადა გორდულაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე 17 სექტემბერს მიიპატიჟა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტთან ვიზიტამდე გახარია-ხაზარაძე პირისპირ შეხვდნენ.

ორბელიანების სასახლეში ვიზიტის დროს „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკება არ დაუსრულებიათ, არის ტექნიკური საკითხები და დროებით აიღეს პაუზა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან აღნიშნა რომ მისი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია და დრო მამუკა ხაზარაძემ ითხოვა.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ომბუდსმენი ითხოვს ხაბეიშვილს მობილური დაუბრუნონ

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
მთავარი

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება. ომბუდსმენი წერს, რომ საქმის...

დაწვრილებითDetails

ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა იწყება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ინფრასტრუქტურის მინისტრი ხარაგაულზე
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა 16 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" მეწყერით დაზარალებული ღვერკელი მარადი გელაშვილისზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანქანა, სადაც ოთხი ადამიანი იჯდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებითDetails

“ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს” – ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ და ეს ნდობა გამოხატული იქნება 26 ოქტომბერს – ლევან ბეჟაშვილი
მთავარი

ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მეუფე იობის პოზიციების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს ” – ლაშა ხუციშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა…მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 2024 წელსაც” – ლაშა ხუციშვილი
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

“გულდასაწყვეტია, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი…პოლიტიკური განცხადებებისთვის…” – გიორგი გაბუნია მეუფე იობის ქადაგებაზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” პარიზში და სხვადასხვა ქალაქში მომხდარი ძალადობა ევროკომისიამ დაგმო, მაშინ, როდესაც საქართველოში ანალოგიურ პროცესებზე ერთი განცხადებაც ვერ ვნახეთ” – გიორგი გაბუნია
მთავარი

მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც...

დაწვრილებითDetails

“დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა...

დაწვრილებითDetails

“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“დაკავებულებიდან ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე …” – რას ჰყვება ოჯახის ადვოკატი თემო ხადურის საქმეზე
მთავარი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე...

დაწვრილებითDetails

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით, 3 930.4 ათასამდე გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021...

დაწვრილებითDetails

“აბსურდის თეატრს ვუყურებთ “- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"