LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოკუპაცია, პროტესტი და სამშობლოს სიყვარული – 17 წლის ქუთაისელი ფოტოგრაფის ბლოგი საქართველოს შესახებ

ოკუპაცია, პროტესტი და სამშობლოს სიყვარული – 17 წლის ქუთაისელი ფოტოგრაფის ბლოგი საქართველოს შესახებ

დაპოსტა 2019/12/17-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

მარიამ კეთილაძე 17 წლის ქუთაისელი გოგონაა, რომელიც საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ფოტოებს იღებს და ბლოგს ქმნის.

ახალგაზრდა ქუთაისელის ბლოგის შთაგონების წყაროდ ქვეყნის ოკუპაცია,  პროტესტი და სამშობლოს სიყვარული გახდა.

“მეგა ტვ” მარიამ კეთილაძესა და მის შემოქმედებას გაგაცნობთ.

-ფოტოგრაფიასთან პირველი შეხების შესახებ მოგვიყევით

იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი ფოტოგრაფია აპარატი ბავშვობიდან მიჭირავს. რომლითაც ძირითადად ჩემს მშობლებს, მეზობლებს და ნათესავებს ვიღებდი. ეს ყველაფერი შემდეგ უფრო დიდ ინტერესში გადაიზარდა, რამაც დღეს გარკვეულწილად მაქცია მოყვარულ ფოტოგრაფად.

– როგორ ფიქრობ რითი შეიძლება იყოს შენი ფოტოები სხვებისგან გამორჩეული?

ვფიქრობ, რაც არუნდა ერთი კუთხიდან გადაიღონ ადამიანებმა ფოტოები, მაინც განსხვავებული გამოვა, ვინაიდან თითოეულ ფოტოს ახასიათებს ფოტოგრაფის განსხვავებული ნიშა. ამ ეტაპისთვის მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს ფოტოებს გააჩნია თავისებური ხედვა. დანარჩენზე კი იმედია მომავალში ვიმსჯელებ.

– როგორ ფიქრობთ რა არის დღესდღეობით ფოტოგრაფიისთვის მთავარი, და არის თუ არა ჩარჩოები, სტანდარტები თქვენთვის ფოტოს გადაღების დროს?

ფოტოგრაფიას არ გააჩნია ჩარჩოები, ვინაიდან ის ხელოვნებაა. ვიტყოდი, რომ ის არის იმპრესიონიზმის ერთ-ერთი განხრა. დღესდღეისობით ფოტოგრაფიისთვის მთავარი მხოლოდ კარგი აპარატი არ არის, როგორც სამწუხაროდ ბევრს მიაჩნია. ამისათვის საჭიროა პირველ რიგში ღრმა ცოდნა და აღქმის უნარი. სტანდარტი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა შეურაცხყოთ ფოტოგრაფიის ისტორია და არსი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს მოგწონთ და art გგონიათ. თითოეულ კადრს უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და ისე ოსტატობით უნდა მოახერხოთ ვინმესთის თუნდაც ”თავის წაჭრა” რომ მნახველზე ზეგავლენა მოახდინოთ.

– მოგვიყევით თქვენი ბლოგის შესახებ

საიტის შექნის შესაძლებლობა ქუთაისის მერიის კონკურსის შედეგად მომეცა, ამიტომაც გადავწყვიტე ხორცი შემესხა ჩემი იდეებისთვის, რომლის ინსპირაციაც სამშობლოდან, საქართველოდან მოდის. ქვეყნის ოკუპაცია, პროტესტი და სოციალური ქსელის კამპანია გახდა ჩემი შთაგონების მიზეზიც.  ვფიქრობ, თითოეული ბლოგი კარგად გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის და ერის სიდიადეს, სიმდიდრეს და მშვენიერებას. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი, ამიტომაც მომავალ პროფესიასაც მას ვუკავშირებ.

-რატომ გადაწყვიტეთ რომ მხოლოდ პეიზაჟებით გადმოგეცათ თქვენი სათქმელი?

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ფოტოგრაფია ძალიან მიტაცებს, ვფიქრობ, როგორც პატარა ქართველ ფოტომოყვარულ გოგონას უნდა ამერჩია ჩემი გამოწვევა, რაც სწორედ პეიზაჟებშია. საინტერესოა ხალხის სახეები, რასაც ევროპელი და ამერიკელი ქუჩის ფოტოგრაფები გადმოსცემებ, თუმცა ჩემთვის წინა პლანზე ამჯერად საქართველო აღმოჩნდა. ძნელია გვერდი აუარო მის ბუნებრივ მშვენიერებას და ობიქტივი ადამიანებს მიუშვირო. პეიზაჟი არ არის მხოლოდ ბუნების მშვენიერების გადმოცემა, მას სწორი ხედვა და დრო სჭირდება, ამიტომაც ყველაზე მეტად კომფორტულად თავს სწორედ ამ კუთხით ვგრძნობ.

მარიამ კეთილაძე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლაში სწავლობს. ახალგაზრდა ფოტოგრაფი ყველას მოუწოდებს შეიცნონ და იმოგზაურონ საქართველოში.

ავტორი: ბაჩო ნადირაძე

თეგები: ბლოგერიბლოგიმარიამ კეთილაძემოგზაურობაოკუპაციასაქართველოტურიზმიფოტოგრაფიფოტოგრაფია
გაზიარება1095

დაკავშირებული -პოსტები

ევროკავშირში შესვლის წესები მკაცრდება – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ენერგომატარებლის ფასი ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა
მთავარი

6 სექტემბრიდან, ევროპის საზღვრის გადაკვეთის წესები მნიშვნელოვნად გამკაცრდება ევროპის ეკონომიკური სისტემის (EES) ფარგლებში დროებითი გამონაკლისების გაუქმების გამო. ცვლილებები ვრცელდება ევროკავშირის გარე საზღვრებზე არსებულ ყველა გადასასვლელ პუნქტზე - სახმელეთო, საზღვაო და...

დაწვრილებითDetails

რუსეთში ახალი ნარკოტიკები ჩნდება, ის აუცილებლად გაჩნდება საქართველოს “შავ ბაზარზეც” – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგ ზურა სიხარულის ინფორმაციით, რუსეთში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი მიგრაციის ფონზე აუცილებლად გაჩნდება საქართველოს ე.წ. შავ ბაზარზეც. სიხარულიძის თქმით, საუბარი აღარ არის მხოლოდ ჰეროინზე, მეტადონზე, ამფეტამინზე ან მეფედრონზე, არამედ საუბარია უფრო საშიშ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე "ნიტაზენები,...

დაწვრილებითDetails

“წიხლებით შემდგა, დააკავეთ” – რა კადრებს აქვეყნებს ელიზბარაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“წიხლებით შემდგა, დააკავეთ” – რა კადრებს აქვეყნებს ელიზბარაშვილის ადვოკატი
მთავარი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც მისი თქმით მოძალადე პოლიციელები ჩანან. ჩანაწერი იასამნების ქუჩაზე იმ დროსაა გაკეთებული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენის აყვანის ოპერაციას ატარებდა. ია კვანტალიანის მტკიცებით,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს....

დაწვრილებითDetails

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნები, ცივი იარაღით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და თანხა გასტაცეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დაწვრილებითDetails

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი  დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა ნაჩქარევ პასუხს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დაუგეგმავი ხარჯი შესაძლებელია,...

დაწვრილებითDetails

5 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"