ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.
გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.
მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.
დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.
საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, სპეციალური სასწორებით მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება. „ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური...
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. კომპანია „ბელმორი“ თანაშრომელს, ოთარ ავალიანს ემშვიდობება. „ამბობენ, კომპანიას შენობები კი არა ადამიანები ქმნიან… დღეს ბელმორი და ფლექსვუდი ამ სიტყვების სიმძაფრეს ყველაზე მეტად გრძნობს. ვემშვიდობებით ჩვენი...
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები....
ვერძი შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და უფრო მეტად მოქნილი. კურო ნუ დაელოდებით ყველაფრის...
12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, დღეს ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს...
გარემოს ეროვნული სააგენტო 13 ივნისამდე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: ,,უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია...
კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით „თუხთუხებს“, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ - სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი...