LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე

ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ – გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე

დაპოსტა 2026/10/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ის პლატფორმა, რომლიდანაც „ქართულ ოცნებას” ამხელენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების წინა, რათა “ქართულმა ოცნებამ” გადაიხადოს “უმძიმესი პოლიტიკური ფასი”.

„კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო” 21 ოქტომბრიდან, თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას” ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის. “ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაიხადოს უმძიმესი პოლიტიკური ფასი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ორგანიზაციების ან პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას. ეს ნიშნავს მილიონამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების წართმევას. ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩეველმა, რომელსაც საქართველოში 1000-ლარიანი პენსია, ანაკლიის პორტის აშენება, იმ მეგა პროექტების განხორციელება სურდა, რომელიც ახალ 200 000 სამუშაო ადგილს მოიტანდა ჩვენ ქვეყანაში და ამ ამომრჩეველს „ქართული ოცნება” ეუბნება – არას. მათ სურთ, რომ გააქრონ ამომრჩევლები, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს შეუძლებელია. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეს ქვეყანა დაღუპვისაკენ, რუსეთისაკენ მიჰყავს, მაშინ როდესაც საზოგადოების არჩევანი არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ საქმეში ჩვენ ვართ ქართული საზოგადოების მოკავშირეები. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური მეთოდით და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში დასრულდება და ჩვენ “ძლიერი საქართველო – ლელო” ვიქნებით ამ ყველაფრის თანაშემოქმედნი”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თენგიზ შარმანაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია - თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში შეღავათები შევა – ჯანდაცვის მინისტრი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათები შევა, თუმცა სრული ლიბერალიზაცია არ მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესმა...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ენერგომატარებლის ფასი ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა
მთავარი

ვიზების გაყალბების საქმე - არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

“მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – რას წერს ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – რას წერს ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეზე
მთავარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა ურხაძეს და სუს-ის ექს-შეფს, მამუკა მდინარაძეს ამხელს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ოქიტაშვილი წერს, რომ თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის...

დაწვრილებითDetails

100 კილოგრამამდე კანაფი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო...

დაწვრილებითDetails

“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
მთავარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებს. "მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ"...

დაწვრილებითDetails

დღეს მოწამეთობაა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
10  გამორჩეული ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
მთავარი

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს,  მოწამეთობა აღინიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. "სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 12 საფლავი გაქურდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"