LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

დაპოსტა 2026/10/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი – პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა.

„რა ცნობაც გავრცელდა, თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა ამ შემთხვევაში „ოცნების“ ეს სისტემა და პოლიტიკური გუნდი. რაზეც იყო უშუალოდ საუბარი, ეს ეხებოდა პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციულ გარიგებას. სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ თავდაცვის სამინისტროდან კორუფციული გარიგებებით მითვისეს თანხები. საბავშვო ბაღებში, ბავშვების საკვებისთვის განკუთვნილი თანხიდან კორუფციული გზით მიითვისეს თანხები, ასევე, უპოვართა სასადილოებიდან. ბაღები და სკოლები დაანგრიეს და არ აუშენებიათ იმიტომ რომ, ვერ აშენებენ, ასაშენებელი თანხები მითვისეს, გაინაწილეს პირადი კეთილდღეობისთვის, თუ პარტიული ინტერესებისთვის. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ფაქტიც საზოგადოებას არ გაუკვირდება და ბუნებრივია, არც არავისთვის იქნება ეს ახალი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ მძიმე ფაქტით, მაგრამ დაველოდოთ, რა შედეგი იქნება ამ შემთხვევაში, ვნახავთ,” – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს. ოქიტაშვილის თქმით, თინათინ რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის“. ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისთვის ემზადებიან
კულტურა

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად,...

დაწვრილებითDetails

რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს?

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად...

დაწვრილებითDetails

ესტონეთის პრემიერი – საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ესტონეთის პრემიერი – საქართველოს მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს
მთავარი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს”, - განუცხადა ესტონეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს...

დაწვრილებითDetails

ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ – გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია – თენგიზ შარმანაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია - თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში შეღავათები შევა – ჯანდაცვის მინისტრი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათები შევა, თუმცა სრული ლიბერალიზაცია არ მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესმა...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ენერგომატარებლის ფასი ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა
მთავარი

ვიზების გაყალბების საქმე - არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"