საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ ოლიმპიელს, გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს. გენო ფინალში მინიმალური სხვაობით, ამერიკელ ფალავანთან დამარცხდა.
„ვულოცავთ გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისა და ქართველი ხალხის გულის მოგებას. პეტრიაშვილი საოცარი წარმატებების მქონე მოჭიდავეა, ამასთანავე, უყვარდე მთელ ერს, მხოლოდ რჩეულების ხვედრია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.