?წყალტუბოში ვეტერანი ფეხბურთელის, ,,სამგურალის’’ ყოფილი მეკარის, მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთელთა არაერთი თაობის აღმზრდელის ნოდარ კოხრეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ისაუბრეს ნოდარ კოხრეიძის წვლილზე, მის განვლილ ცხოვრების გზასა და იმ მიღწევებზე, რომელიც ,,სამგურალმა ‘’ ნოდარ კოხრეიძის ძალისხმევით მოიპოვა.
ვეტერანი ფეხბურთელი ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა მშობლიურ ქალაქს. მისი თაოსნობით გაიმართა თბილისის ,,დინამოსა’’ და ,,სამგურალის’’ ვეტერანთა მატჩი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა.
ნოდარ კოხრეიძის სპორტული კარიერა შეაფასეს სპორტის დამსახურებულმა მუშაკმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, წყალტუბოს საპატიო მოქალაქემ სულიკო ნიქაბაძემ და გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ კორესპოდენტმა ომარ ჭუმბურიძემ
ნოდარ კოხრეიძის ოჯახის წევრებმა მადლობა გადაიხადეს მამის ღვაწლის დაფასებისა და ღირსეული პატივის მიგებისათვის.








