ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა, ინფორმაციას ”ნიუპრესი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კლინიკაში შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალონდა, რის შემდეგაც მოულოდნელად ფანჯრიდან გადახტა.
მომხდარის მიზეზი უცნობია. როგორც კლინიკაში ამბობენ, მამაკაცს რამე ფსიქიკური დაავადება არ ქონდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, დაწყებულია გამოძიება
Newpress.ge