LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა

დაპოსტა 2026/08/03-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გერმანიის დამოუკიდებელმა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან აამუშავა ქართულენოვანი სამსახური – ჯერჯერობით მხოლოდ ინსტაგრამზე, DW Kartuli.

DW-ს ქართული სამსახური გააშუქებს საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ამბებს, – ჯერ მხოლოდ ინსტაგრამზე, მოგვიანებით კი ფეისბუკსა და იუტუბზე.

DW-ს ცნობითვე, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და წარმოადგენს „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ ნაწილს. ქართულენოვანი სამსახური საწყის ეტაპზე იმუშავებს 18 თვის განმავლობაში.

ამავე ინიციატივის ფარგლებში, DW-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, – ფრანგულმა მაუწყებელმა France Médias Monde-მ და პოლონურმა საერთაშორისო მაუწყებელმა TVP World-მა, – დაიწყეს მაუწყებლობა სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიებისათვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

„ეს ჟურნალისტური პროექტები მოემსახურება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას“, – წერდა DW 21 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში და მიუთითებდა, რომ სამ ენაზე მომუშავე პლატფორმები „კონტენტს“ ერთმანეთსაც გაუზიარებენ ხოლმე.

DW-ს გენერალურმა დირექტორმა ბარბარა მასინგმა მაშინ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის ქვაკუთხედია:

„ჩვენი ახალი ქართულენოვანი სამსახურით და [ფრანგულ და პოლონურ ორგანიზაციებთან] თანამშრომლობით, ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის ერთგულებას თავისუფალი მედიისა და სანდო ინფორმაციის მიმართ რეგიონში, რომელიც განზრახ დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნეა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოწვევების წინაშე დგას“, – თქვა მან.

გამოცემა TAZ-ის ცნობით, რედაქციას დააკომპლექტებს ხუთი-ექვსი ჟურნალისტი, რომელთა უმრავლესობამაც ბერლინში უკვე დაიწყო მუშაობა.

  • „დოიჩე ველე“ გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა აქვს;
  • DW ავრცელებს ახალ ამბებს, ანალიტიკურ და დოკუმენტურ მასალებს მრავალ ენაზე, – მათ შორის ინგლისურად, ასევე უკრაინულად.
  • მისი მიზანია საერთაშორისო აუდიტორიისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა.

2026 წლის აპრილის ბოლოს პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართულენოვანი სამსახური, რომლის მიზანიც სანდო რეპორტაჟებით დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო, და­ი­ღუ­პა და დაგვღუ­პა ყვე­ლა – რას ყვებიან გონიოში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
მთავარი

გო­ნი­ო­ში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლი ნა­წი­ლი­დან ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კა­ცი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 33 წლის ბესო მი­ქე­ლა­ძეა. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. "დიდი...

დაწვრილებითDetails

შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი, 35-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა – რა ირკვევა “მოზარდი ქილერების” ქსელზე
მთავარი

ევ­რო­პის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მი­აკ­ვლი­ეს სა­შიშ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქსელს, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის­თვის მო­ზარ­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თა და მე­სენ­ჯე­რე­ბით იბი­რებ­და. დაჯ­გუ­ფე­ბა „ფოქსტროტს“, რო­მელ­საც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს, სა­თა­ვე­ში უდ­გას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვესიტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია მოზარდი ქილერების ქსელი – დაკავებულია 280-ზე მეტი პირი – უცხოეთი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია
მთავარი

ევროპის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც სოციალური ქსელებისა და მესენჯერების საშუალებით მოზარდებს შეკვეთილი მკვლელობებისთვის იყენებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება „ფოქსტროტი“ ახალგაზრდებს დიდ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ უმეტესობა პოლიციას...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილი ონკოლოგი და ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ რემა ღვამიჩავამ ქართული მედიცინის განვითარებაში...

დაწვრილებითDetails

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის – პროგრამაშია საქართველოც

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი...

დაწვრილებითDetails

ნინო სამხარაძე გახდა პირველი ქართველი ქალი მოჭიდავე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ავიდა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
ნინო სამხარაძე გახდა პირველი ქართველი ქალი მოჭიდავე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე  ავიდა
მთავარი

ნინო სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია, ბოგდან კვანტალიანმა კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა ბაქოში 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული, თავისუფალი სტილისა და გოგონათა ნაკრებებმა იასპარეზეს. მსოფლიოს ასაკობრივი...

დაწვრილებითDetails

როდის მოეწყობა სტიქიით დაზიანებული სოფელ კურსების მონაკვეთზე ახალი გზა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დაზიანებული მე-7 კმ-ის მონაკვეთის (სოფელი კურსები) სანაცვლოდ, ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. პროექტირების...

დაწვრილებითDetails

საჩხერის საცურაო აუზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე 8.3 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
საჩხერის საცურაო აუზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე 8.3 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8.320 მლნ ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 19 აგვისტოს იწყება და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"