ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა – გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა – მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ტურნირზე 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...










