
1963 წელის 31 ოქტომბერს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი კარლოს კაეტანო ბლედორნ ვერი, ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც დუნგა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს ჩემპიონი 1994 წელს. 2006–2010 წლებში წვრთნიდა ბრაზილიის ნაკრებს და გაიყვანა ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რის შემდეგაც დაითხოვეს ნაკრებიდან.









