LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“ამით დემოკრატია გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ

დაპოსტა 2026/10/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „კონსტიტუციის მტერი პარტიებისთვის ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის’’.

„18 პარტიაა აკრძალული ბოლო 4 წელიწადში უკრაინაში, 2 პარტია არის აკრძალული ბოლო 3 წელიწადში მოლდოვაში. ასე რომ, ეს არაფერ კავშირში არაა იმ მუქარებთან, რაც გვესმის ზოგი აქტორის მხრიდან. პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურია თავისი არსით, პარტია, რომელიც არის კონსტიტუციის მტერი, მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან: უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, მოქმედებს საქართველოშიც. არანაირი კავშირი პარტიის აკრძალვის პროცესს არ აქვს დემოკრატიის შესუსტებასთან, პირიქით ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მთელი არსი ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვისა არის იმაში, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები არ იყვნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში.

მე მგონი, IRI-ის და კვლევების ნახვის შემდეგ, „ნაცებმა“ და სხვა პარტიებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს საზოგადოებაში. ნახეს, ხომ, რაც არის მათი მხარდაჭერა. ერთმანეთზევე საუბრობენ, რომ ისინი აფერხებენ დემოკრატიულ პროცესს საქართველოში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარწმუნო იქნება ის არგუმენტები, რაც ჩვენ სარჩელში გამოვიყენეთ და ანტიკონსტიტუციურად ცნობენ პარტიებს, ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს’’, – განაცხადა პაპუაშვილმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახელებენ. "ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - უთხრეს "პირველებს" პენიტენციურ სამსახურში. წყარო: ტვ პირველი   

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით ერთხმად, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის...

დაწვრილებითDetails

“ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი” – შალვა პაპუაშვილი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

როდესაც კალასი საუბრობს, რომ მისი ამოცანა არ არის საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა, ეს აჩვენებს მის ზედაპირულობას - რაც შეეხება საქართველოს არ მიწვევას ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის...

დაწვრილებითDetails

შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მსჯავრდების შესახებ ცნობაში მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ წლებში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით იყო პირი მსჯავრდებული. ეს ინფორმაცია ცნობაში აისახება მაშინაც კი, თუ პირს ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
მთავარი

ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

დაწვრილებითDetails

საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა
მთავარი

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"