LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი” – შალვა პაპუაშვილი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე

დაპოსტა 2026/10/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

როდესაც კალასი საუბრობს, რომ მისი ამოცანა არ არის საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა, ეს აჩვენებს მის ზედაპირულობას – რაც შეეხება საქართველოს არ მიწვევას [ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე] ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშს უწევს დღეს ევროკავშირს, როგორც გლობალურ ძალას.

„როდესაც კალასი საუბრობს, რომ მისი ამოცანა არ არის საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა, აჩვენებს მის ზედაპირულობას. ის ამ სიღრმეებში არ შედის, იმიტომ, რომ არის ზედაპირული თავის საგარეო პოლიტიკაში. ეს ჩანს და ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს უმწიფარია და მან თავისი გლობალური როლი დაკარგა. არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშს უწევს დღეს ევროკავშირს, როგორც გლობალურ ძალას.

რაც შეეხება საქართველოს არ მიწვევას [ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე] ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი. კარგად ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში დესტრუქციული არის ევროკავშირი, კონსტრუქციული კი საქართველოა.

მზად ვართ დაველოდოთ მათ დიალოგის მაგიდასთან. სადაც ევროკავშირი კონფრონტაციაზე წავიდა, თვითონაც წააგო და სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი შეცდომები დააშვებინა და დიდ უბედურებაში გადააგდო. არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ევროკავშირის კონფრონტაციულ პოლიტიკას. ჩვენ დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ, ველოდებით როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული და დროა ევროკავშირი კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ნოემბერში დაგეგმილ გაფართოების კონფერენციაზე, სადაც საქართველოდან მხოლოდ ნინო ლომჯარიაა მიწვეული, მაშინ როდესაც გაფართოებაზე სასაუბროდ სახელმწიფოები არიან წარმოდგენილი.

„ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, რომ გარედან მომხდარიყო ჩარევა არჩევნებში. დეზინფორმაციას ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით და როგორც სახალხო დამცველი, ტყუილს ამბობდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი იყო და თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ… ეს ადასტურებს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას, ბავშვური ქცევა აქვთ. გინდა ბრიუსელი, გინდ ევროკავშირის ელჩი, როგორც ისინი იქცევიან. ხან თვალებს არ ვუჯერებ რასთან გვაქვს საქმე. ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ გლობალური მოთამაშე იყვნენ? ამიტომ არიან ჩახსნილები სერიოზული საერთაშორისო საუბრებიდან. იხვეწებიან, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩართონ მოლაპარაკებებში. არც რუსეთს და არც ამერიკას არ აინტერესებს მათი მონაწილეობით საუბარი. ამ უმწიფრობით დამართეს საკუთარ თავს ის, რაც დამართეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გგონია, რომ ევროპული საბჭოს სამიტზე საქართველოს ან შავი ზღვის საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიები ექნებათ, თუმცა უსაფრთხოების კონტექსტში ეს თემები წამოიჭრება.

ამასთან, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ამით დემოკრატია გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა....

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით ერთხმად, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის...

დაწვრილებითDetails

შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მსჯავრდების შესახებ ცნობაში მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ წლებში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით იყო პირი მსჯავრდებული. ეს ინფორმაცია ცნობაში აისახება მაშინაც კი, თუ პირს ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
მთავარი

ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

დაწვრილებითDetails

საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა
მთავარი

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისთვის ემზადებიან
კულტურა

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"