რუსეთში მოყვარულთა ლიგის მატჩის დროს 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოულოდნელად გონება დაკარგა და მოედანზე უგონოდ დაეცა. ადგილზე მყოფმა ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. საბოლოოდ, ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყავდათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
exclusivetv.ge








