ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმაში“ O Ses Türkiye-ში მონაწილეობს. მომღერალმა რთული შესარჩევი კასტინგი გაიარა და ოთხი სკამის კონკურსზე ჟიურის ოთხივე წევრის შემოტრიალება მოახერხა. თათია კობალაძემ ჟიურის წინაშე 4 Non Blondes -ის What’s Up შეასრულა.
https://m.youtube.com/watch?v=Hs3FBmaU4NM&feature=youtu.be
„გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს,“ – ასე უპასუხა თათიამ წამყვანის კითხვას, თუ ვის გუნდში სურდა მოხვედრა.