120 ათას დოლარად შეფასებული “კედელზე მიწებებული ბანანი” ქართველმა შეჭამა. Art Basel-ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა-ბაზრობაზე, იტალიელმა ხელოვანმა, მაურიციო კატელანმა უჩვეულო ექსპონანტი სახელწოდებით “კომედიანტი” წარმოადგინა. არტისტმა ბანანი მაიამის ერთ-ერთ მარკეტში იყიდა და გამოფენაზე, კედელზე გააკრა. მისი თქმით, ამით გლობალური ვაჭრობა და კლასიკური იუმორი გააერთიანა. დეივიდ დათუნა , რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი არტისტია შაბათს გამოფენაზე მივიდა – ბანანი ჩამოხსნა და შეჭამა.
ქუთაისელმა პიანისტმა ვერონიკა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა...









