120 ათას დოლარად შეფასებული “კედელზე მიწებებული ბანანი” ქართველმა შეჭამა. Art Basel-ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა-ბაზრობაზე, იტალიელმა ხელოვანმა, მაურიციო კატელანმა უჩვეულო ექსპონანტი სახელწოდებით “კომედიანტი” წარმოადგინა. არტისტმა ბანანი მაიამის ერთ-ერთ მარკეტში იყიდა და გამოფენაზე, კედელზე გააკრა. მისი თქმით, ამით გლობალური ვაჭრობა და კლასიკური იუმორი გააერთიანა. დეივიდ დათუნა , რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი არტისტია შაბათს გამოფენაზე მივიდა – ბანანი ჩამოხსნა და შეჭამა.
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად,...









