,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა.
უკანასკნელად ამგვარი საპატრიარქო არჩევნები შედგა 1921 წელს, როდესაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). იმხანად მიტრ. ამბროსი აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. შემდგომში ორივე მათგანი საბჭოთა რუსულმა რეჟიმმა შეიწირა და ორივე წმიდანებად არიან კანონიზირებულნი.
მას შემდგომ – 1927, 1932, 1952, 1960, 1972, 1977 წლებში საქართველოს ეკლესიაში გამართულ საპატრიარქო არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს და შესაბამისად ისინი გახდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები.
2026 წელს საქართველოს ეკლესიაში კვლავ მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი უკვე ოფიციალურად ცნობილია.”-წერს ისტორიკოსი და თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე.










