LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სურსათის გლობალური ფასები აგვისტოში შემცირდა – გაერო

10 სასარგებლო და ბიუჯეტური პროდუქტი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

დაპოსტა 2024/12/17-ში
A A
100
ნახვა
გაზიარება

ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი კვება, ადამიანის დიდხანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმთავრესი გარანტია. დღეს ბევრი აღნიშნავს, რომ ასეთი კვება უკვე ფუფუნებად იქცა და რომ სასარგებლო საკვები, ძვირია. თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბაზარზე ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც საოცრად სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის და ამავდროულად, საკმაოდ იაფია.

ჩამონათვალში პირველი, კეფირია. აქ შედის უამრავი სასარგებლო ინგრედიენტი, მაგალითად A, B, C და D ვიტამინები, ასევე მაგნიუმი და კალიუმი. კეფირი გადასარევი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასაუმჯობესებლად.

ჩამონათვალში მეორე ადგილზე, ვაშლია. არსებობს ასეთი ინგლისური გამონათქვამი, ,,დღეში ერთი ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდებათ.” ნამდვილად, ვაშლი გეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, აქ დიდი ოდენობით შედის C ვიტამინი და კალიუმი. მდიდარია რკინით, რაც ძალიან კარგად მოქმედებს ანემიის დროს.

მესამე ადგილზეა, ბანანი. ეს პროდუქტი პირველ რიგში, ძალიან სასარგებლოა გულისთვის, რადგან დიდი დოზით კალიუმს შეიცავს. ბანანშიც ბევრია C ვიტამინი. ის გვეხმარება გულძმარვის მკურნალობაში, ამცირებს დიაბეტისა და სიმსივნის განვითარების რისკს.

მეოთხე ადგილზეა სტაფილო, მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, ოდითგანვე იყო ცნობილი. სტაფილო ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული ბოსტნეულია, ამდენად, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, ჭარხალი. ის შეიცავს რკინას, იოდს, ცინკს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ფტორს და В ჯგუფის ვიტამინებს.

ქათმის ხორცი სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა. ეს გახლავთ უცხიმო ცილებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც იდეალურია, სასურველი წონის შესანარჩუნებლად, დიეტის დროს და B6 ვიტამინის დეფიციტისას.

ზეითუნის ზეთი, კიდევ ერთი სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინის შემცირებას ორგანიზმში.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საოცრად სასარგებლო პროდუქტია, ხახვი. ის ჩვენს ჩამონათვალში მერვე ადგილზეა. ხახვი იდეალურია ჯანსაღი თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად, ის ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას, ამავე დროს მას ბზინვარებას უბრუნებს. ხახვი გადასარევია კანის დაავადებების, გამონაყარისა და აკნეს მკურნალობისთვის.

კვერცხს ადამიანის ორგანიზმის საშენ მასალას უწოდებენ. მასში შედის D, В12, А და E ვიტამინები, რომელიც იდეალურია ძვალსახსროვანი სისტემის სიჯანსაღისთვის. ასევე კვერცხში შედის ისეთი მინერალები, როგორიცაა რკინა და ცინკი.

და ბოლოს სასარგებლო პროდუქტების სიას, შავი შოკოლადი დაასრულებს. მწარე შავ შოკოლადს აქვს თავის ტვინის სტიმულატორის ფუნქცია. ის ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას. კოორდინაციას, ხსნის დაღლილობას და ძილიანობის შეგრძნებას.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 6-კაციან საკანში 5 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა, როცა საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და სახით დაეცა. "ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი...

დაწვრილებითDetails

“ამით დემოკრატია გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა....

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით ერთხმად, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის...

დაწვრილებითDetails

“ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი” – შალვა პაპუაშვილი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

როდესაც კალასი საუბრობს, რომ მისი ამოცანა არ არის საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა, ეს აჩვენებს მის ზედაპირულობას - რაც შეეხება საქართველოს არ მიწვევას ესეც აჩვენებს, თუ ვინ არის...

დაწვრილებითDetails

შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მსჯავრდების შესახებ ცნობაში მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ წლებში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით იყო პირი მსჯავრდებული. ეს ინფორმაცია ცნობაში აისახება მაშინაც კი, თუ პირს ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული...

დაწვრილებითDetails

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
მთავარი

ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

დაწვრილებითDetails

საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით კაკულია
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება – გიგა ფარულავა
მთავარი

თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"