ხვალ, 1 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ერთი წარმომადგენელი იასპარეზებს.
ხვალ, 06:00 საათიდან შეჯიბრში ჩაერთვება საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 130კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია. მისი მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე ფინელი მატი ელიას კუოსმანენი იქნება.
ხვალ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წინასწარი ეტაპის შეხვედრა გაიმართება. იმ შემთხვეწევაში, თუ იაკობ ქაჯაია ფინალში გავა, ის ხალიჩაზე 2 აგვისტოსაც გამოვა. ასევე, მას 2 აგვისტოს მოუწევს ჭიდაობა, თუ დამამშვიდებელ წრეში გადავა ან მესამე ადგილისათვის იბრძოლებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
სასიამოვნოა, როდესაც ასეთი მამაკაცის მეუღლე ხარ, მაგრამ ამავდროულად რთულიც – ლაშა ტალახაძის მეუღლე










