ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ”ვიაროთ წინ !” – ეს არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სლოგანი; “ემოციებით გავერთიანდეთ” – ეს კი გახსნის ცერემონიის მთავარი გზავნილია.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თამაშებზე 34 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მეტი, 6 დელეგატი იმერეთიდანაა. ქუთაისიდან არიან სანდრო ბაზაძე – ფარიკაობა, გიორგი ხარაბაძე – კრივი, შოთა მიშველიძე – ძალოსნობა, ლაშა ტალახაძე – ძალოსნობა, საჩხერიდან, იაკობ ქაჯაია ბერძნულ რომაული ჭიდაობა – წყალტუბოდან და გიორგი მელია სამტრედიიდან ბერძნულ რომაული ჭიდაობა.
სანრო ბაზაძე იქნება ქართველებიდან პირველი, რომელიც ხვალ გახსნის სპორტულ ასპარეზობას ოლიმპიადაზე.
სპორტსმენები საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. 52 წლის სალუქვაძისთვის სარეკორდო მე-9 ოლიმპიური თამაშებია, ლაშა ტალახაძე კი ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტია.
17 დღის მანძილზე მსოფლიოს 206 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს.









