,,მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ უმკურნალებენ კი არა, ამ დრომდე ისიც კი არ ვიცით, საერთოდ რა ხდება და რა გააკეთეს.
გლდანის ციხის საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა რომ ვერ მიეწოდებოდა და უსაფრთხოება რომ ვერ იქნებოდა დაცული, დიდი ხნის წინ გავიგეთ.
მიუხედავად ამისა, ის მაინც გლდანში გადაიყვანეს, თან იმ პირობებში, რომ სააკაშვილი უარს აცხადებდა გლდანში მკურნალობაზე.
ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სათანადოდ იყო აღჭურვილი დაწესებულება, თუმცა მრტ სულ ახლახანს მიიტანეს.
ახლა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უნდა დაველოდოთ, რომელიც ციხეშია შესული და მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს.
მორიგი დასტური იმისა, თუ რატომ სჭირდება ქვეყანას დამოუკიდებელი და ძლიერი ინსტიტუციები.”-წერს ნიკა სიმონიშვილი.










