LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას – დიდი ბრიტანეთის საელჩო

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

დაპოსტა 2026/10/20-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა ამ წუთებში იწყება, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი და “ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერები გეგმავენ, აკრედიტირებულ ელჩებს ის ვითარება გააცნონ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პატრიების აკრძალვასთან დაკავშირებით შექმნა. შეხვედრას სამი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩები დაესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს. ფავლენიშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ევროპის არქიტექტურის უსაფრთხოებასთან ეთხრება ძირი, მარტო საქართველოს და რეგიონის პრობლემა არ გახლავთ, ეს გახლავთ მთლიანად ევროპის პრობლემა, იმიტომ, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ამიტომაც თბილისში ეს პროცესი, დემოკრატიის და სახელმწიოებრიობის განადგურება არის ევროპის უსაფრთხოების საკითხი.

ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც იქნება რეალურად ანტისაოკუპაციო ხასიათის მატარებელი.

ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, რა თქმა უნდა, ზოგადად, უნდა გვქონდეს ურთიერთობა ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძის, – თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

ამ ფონზე ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და დემოკრატიულ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს – მანანა კობახიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე მოსამართლის მანტიის დატოვების გადაწყვეტილებას პირველად განმარტავს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის განხილვა იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა,...

დაწვრილებითDetails

“გლდანი მოლში” ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე რატი მსხვილიძეა. არსებული ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მოლში მდებარე აფთიაქში დასახმარებლად შევიდა, თუმცა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად...

დაწვრილებითDetails

“შეშფოთებას გამოვთქვამთ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით… “- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირმა პენსიონრების მოტყუებით 43 792 ლარი მიითვისა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი...

დაწვრილებითDetails

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე სამი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის...

დაწვრილებითDetails

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი საქმეების მოგვარება მოგიწიოთ. პროფესიულ სფეროში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება, თუმცა ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. კარგი დროა...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში 1.887 მილიონი კაცი და 2.053 მილიონი ქალი ცხოვრობს” – „საქსტატი“

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
რომელი პრუდექტები გაძვირდა ნოემბერში?
მთავარი

საქართველოში 1.887 მილიონი კაცი და 2.053 მილიონი ქალი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი“, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემებით, 2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში 3.941 მილიონი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"