ასე ხვდებიან ქუთაისში შიდა საქალაქო ტრანსპორტის აღდგენას. მოქალაქეებს უკვე რამდენიმე თვე გადაადგილება საკუთარი ავტომობილებით და ტაქსებით უწევთ, რაც, არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. სიახლეა ისიც, რომ ქუთაისში პირველად მრავალი წლის შემდეგ მუნიციპალური ტარნსპორტი ამუშავდა. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიდა და მერიის მიერ სპეციალურად შეიქმნა ტრანსპორტის კომპანია, რომლიც პასუხისმგებელი იქნება ამ ავტობუსების ფუნქციონირებაზე. პირველ ეტაპზე ფუნქციონირება 36-მა ავტობუსმა დაიწყო. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შაბთ-კვირის გამოკლებით იმუშავებს. შიდა საქალაქო ტრანსპორტი აღდგა, თუმცა უცნობია შეზღუდვა როდის მოიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე . ჯერ -ჯერობით კონკრეტული თარიღი საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ხრიდან არ ჟღერდება.
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...









