“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს.
“გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა კლუბის გულშემატკივარს შეხვდება. შეხვედრას ასევე ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრება.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება კლუბში არსებული ვითარება, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მოგიწოდებთ მობრძანდეთ “შენგელია არენაზე” და უშუალოდ მიიღოთ ინფორმაცია კლუბში მიმდინარე პროცესების შესახებ.” – ნათქვამია “ტორპედო ქუთაისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულ „ზირასთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ტორპედოს სტატდიონზე დაპირისპირება იყო, გულშემატკივრები მწვრთნელის დირკ შუსტერის გათავისუფლებას მოითხპვნენ. თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დირკ შუსტერმა განაცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს და გუნდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
📰 გააგრძელე კითხვა...