ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი – ინფორმაცია მთავარი ავრცელებს. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა
“ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში თავის ზოლში გადასულ მანქანას დაეჯახა პოლიცია. სოფელში, სადაც 50 კმ/სთ სიჩქარით მეტზე სიარული არ შეიძლება, 140 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი პატრული დაეჯახა, სადაც შვილიშვილი, ბაბუა და შვილი იჯდა… დაშავებულები არიან. სამივე საავადმყოფოშია. ჩემს ძმას ხელი აქვს მოტეხილი, პაპაჩემს ტვინის შერყევა აქვს. დაბეჟილები არიან და არავინ არაფერს იძახის. ამ პოლიციელს ადრე აქვს ასე გაკეთებული და დანაშაული არ მოსთხოვეს. სამივე ძალიან ძლიერად დაშავდა და პოლიცია ყურადღებას არ აქცევდა. ჩემი ძმა თვითონ გადმოვიდა მანქანიდან…” – უყვება მთავარს ავარიის შედეგად დაშავებულების ოჯახის წევრი
მთავარი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს
„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა
თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა. მათი ცნობით, არასრულწლოვანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით...










