საქართველოში ბუნებრივი აირის პარალელურად, შესაძლოა, წყლის გადასახადიც გაიზარდოს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) ტარიფის გაანგარიშების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მთავარი პრინციპია – რაც მეტს მოიხმარ, მით მეტს იხდი.
ახალი მოდელი, სავარაუდოდ, იმ აბონენტებს შეეხება, რომლებსაც წყლის მრიცხველები აქვთ. ცვლილების მიხედვით, მეტი წყლის მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი კუბური მეტრის ღირებულებაც გაიზარდოს.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ისევ ვერ ამბობს, რამდენი თეთრით გაიზრდება წყლის ან გაზის გადასახადი. მან მხოლოდ ის თქვა, რომ სავარაუდოდ გაზზეც და წყალზეც ტარიფის დაანგარიშება ისევე მოხდება, როგორც ელექტროენერგიაზე.
უფლებამოსილება მიენიჭა კანონმდებლობით კომისიას, რომ ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებშიც, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს ასეთი ტარიფები, აქედან გამომდინარე, ჩვენ მეთოდოლოგიაში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მოცულობის მომხმარებელთა კატეგორიისთვის დავადგინოთ განსხვავებული ტარიფები. ელექტროენერგეტუიკის სექტორში ჩვენ როცა, თავის დროზე, დიფერენცირება გავაკეთეთ, ავიღეთ საშუალო მომხმარებელი ანუ ეკონომიკური კატეგორიები და სოციალური კატეგორიები და როგორც წესი, ამ კატეგორიებზე დაყრდნობით მოხდა თავის დროზე ელექტროენერგეტიკის სექტორში შესაბამისი ცვლილებები. ბუნებრივი გზის და წყალმოპმარაგების სექტორებშიც, როცა ამის საჭიროება იქნება, აუცილებლად ავიღებთ შესაბამის ეკონომიკურ და სოციალურ კატეგორიებს და შესაბამის განმარტაბებესაც, როცა მზად ვიქნებით, გეტყვით აუცილებლად.
წყალმომარაგების სექტორში ველოდებით წლის ბოლოს ტარიფების დადგენას. ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშრებით მოგვიანებით გეტყვით, – ამბობს დავით ნარმანია.
დღეს სემეკის წევრებს კომპანიების წარმოამდგენლები უხსნიდნენ, რამდენად მძიმედ აისახება მათზე ინფლაცია. თელასის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ ინფლაციის გამო მათი დანახარჯებიც იზრდება, ამიტომ თვლიან, რომ ტარიფების გადახედვა ხშირად უნდა ხდებოდეს.
დღევანდელი სემეკის სხდომიდან ასევე გაირკვა, რომ ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ კერძო საწარმოებს გაცილებით დაბალ ტარიფში მიაწოდონ ბუნებრივი აირი, ვიდრე ეს დადგენი ფასია.










