LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან” – პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/11/18-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა იმიტომ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან – აქედან მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება, – ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროკომისიამ საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში კი შეამცირა. პაპუაშვილის თქმით, “ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, უნდა დავუჯეროთ თუ არა ბრიუსელს“.

“უკრაინის შემთხვევაში გასაგებია და ომი ბევრ რამეს ხსნის. ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენელი ნიშნის მოგებით გვეუბნებიან ხოლმე, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე?! დაბალი პროგნოზი, რომელიც 2%-ის გარშემო ჰქონდათ, ისიც კი დაუწიეს იმიტომ, რომ არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და რაც მთავარია საკუთარი რჩევებით აზიანებენ მოლდოვას.

2021 წელს, მანამ სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მოლდოვაში 1 კუბური გაზი მომხმარებლისთვის 65 თეთრი ღირდა, ხოლო საქართველოში – 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრი – 3 ლარი და 65 თეთრი ღირს, ხოლო საქართველოში ისევ 56 თეთრია.

მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა იმიტომ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან. ზრუნავენ არა იმაზე, რომ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და აქედან გამომდინარე დაბალი ფასები ჰქონდეთ, არამედ ზრუნავენ იმაზე, რომ როგორმე დადებითი შეფასებები მიიღონ ბრიუსელიდან.

აქედან მარტივი დასკვნა: – რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ. ჩვენთვის ეს არის სწორედაც ტესტი. რაც უფრო მეტად შეგაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა, რომ ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა მოველოდოთ მათგან, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამუნა კურტანიძეს ეძებს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ოჯახი თამუნა კურტანიძეს ეძებს
მთავარი

ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, თამუნა კურტანიძე ბოლოს მცხეთაში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „მეგობრებო, ვეძებთ თამუნა კურტანიძეს. ბოლოს ნახეს გუშინ, ხაშურის ავტოსადგურზე. როგორც ცნობილია,...

დაწვრილებითDetails

აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი მოყვა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა. საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციის თბილისის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო...

დაწვრილებითDetails

გამოგზავნილ ამანათში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს- დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს....

დაწვრილებითDetails

“ბინაში ფარულად შეაღწია, მოიპარა 6 580 ევრო, 32 000 დოლარი” – ქურდობა ბათუმში

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, მოქალაქის კუთვნილ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 6 580 ევრო,...

დაწვრილებითDetails

“ღმერთო, რა საშინელება იყო…” – ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპის ტიპის ავტომობილი და მცირე ზომის სატვირთო შეეჯახა. შეჯახების შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
“ყინვა გაძლიერდება”- ამინდის პროგნოზი
ამინდი

18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიითა და მოტივაციით იქნებით სავსე. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში ნუ იჩქარებთ. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. კურო 18 ნოემბერი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა დამატებითი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"