LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/11/18-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა მოველოდოთ მათგან, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ცილისწამებაა, „თითქოს 2022 წელს „ლელო“ ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას ითხოვდა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულს „ლელო“ არათუ ითხოვდა, 2024 წლის არჩევნებზე მათი სლოგანი იყო რუსეთის დასანქცირებაც.

„გუშინ ჩემი განცხადება ორ საკითხს ეხებოდა, ერთი იყო, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და მეორე, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი. როგორც ვნახე, პარტია „ლელოსგან“ გამოხმაურება, ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ მათ არასდროს მოუთხოვიათ, ან მხარი დაუჭერიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნისთვის. თუმცა, არაფერი უწერია მას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, რომ ამ საქმეზე შევთანხმდით, რომ „ლელო“, ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მეხსიერებასთან თუ აქვთ პრობლემა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მარტივი ტყუილი იყო, რომლის მხილებაც მალევე მოხდა. რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერას, ჩვენ ვნახეთ არქივიდან ჩანაწერი, ამ ქვეყანაში ვართ ყველა და ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია, შესაბამისად, ჩვენი უახლოესი ისტორია ასე ადვილად ვერ წაიშლება. ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა, სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა. ეს ის აქციები და მიტინგები იყო, სადაც ქალბატონმა ლომჯარიამ თქვა, რომ სირცხვილის წვა აქვს ახლა და ურჩევნია ბომბების წვა ჰქონდეს, რადგან სანქციებს არ ვაწესებდით და მოხალისეებს არ ვაგზავნიდით. გვახსოვს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება, მან „ტვიტით“ ქართველ ხალხს მიმართა, მიდით, თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ, ნება დართოს მებრძოლ მოხალისეებს და გაფრენის ნებართვა მისცესო. ზუსტად, მეორე დღეს, პარლამენტში სხდომა იყო, სადაც „ლელოს“ წარმომადგენლები და არამხოლოდ, ამ მოთხოვნას იზიარებდნენ და აყენებდნენ პარლამენტში. ასე, რომ ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს.

რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა მოველოდოთ მათგან, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით. ესეც ისტორიაა და ამასაც ვერ დაივიწყებენ, რომ ეს პარტია თაღლითების მიერ შეიქმნა და მიზანი ჰქონდა თაღლითური, ვინაიდან ანაკლიის პორტი მათ თავიანთი თაღლითობისთვის უნდოდათ და არ გამოუვიდათ. უნდოდათ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიარდ ნახევრის ამოღება, ეს იყო მთელი მიზანი ამ პარტიის შექმნის, რომ პოლიტიკური შლეიფი შეექმნათ მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოებში აწარმოვეს, დამარცხდნენ და ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში, ყველგან დამარცხდნენ, ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მილიარდ ნახევარი მოქალაქეების ჯიბიდან ამოეღოთ. თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია, ახლა თაღლითობას რომ ჩადის, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, მათმა წარმომადგენელმა არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო, არქივი მათი ამ განცხადებებით სავსეა. ბოლო-ბოლო, 2024 წელს სარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამუნა კურტანიძეს ეძებს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ოჯახი თამუნა კურტანიძეს ეძებს
მთავარი

ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, თამუნა კურტანიძე ბოლოს მცხეთაში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „მეგობრებო, ვეძებთ თამუნა კურტანიძეს. ბოლოს ნახეს გუშინ, ხაშურის ავტოსადგურზე. როგორც ცნობილია,...

დაწვრილებითDetails

აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი მოყვა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა. საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციის თბილისის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო...

დაწვრილებითDetails

გამოგზავნილ ამანათში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს- დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს....

დაწვრილებითDetails

“ბინაში ფარულად შეაღწია, მოიპარა 6 580 ევრო, 32 000 დოლარი” – ქურდობა ბათუმში

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, მოქალაქის კუთვნილ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 6 580 ევრო,...

დაწვრილებითDetails

“ღმერთო, რა საშინელება იყო…” – ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპის ტიპის ავტომობილი და მცირე ზომის სატვირთო შეეჯახა. შეჯახების შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
“ყინვა გაძლიერდება”- ამინდის პროგნოზი
ამინდი

18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიითა და მოტივაციით იქნებით სავსე. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში ნუ იჩქარებთ. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. კურო 18 ნოემბერი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა დამატებითი...

დაწვრილებითDetails

პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა
მთავარი

58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   საშა გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“, „სულ ცოტა...“,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"