LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი

“ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან” – დავით მათიკაშვილი

დაპოსტა 2026/11/18-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – ამ რელსებზე გადადის ევროკავშირის ბიუროკრატია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მონტენეგროს მიმართ წაყენებული მოთხოვნები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირის ბიუროკრატია კანდიდატი სახელმწიფოების სუვერენული უფლებების გაუქმებას.

“თუ ბრიუსელის ბიუროკრატიას სურს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი განახორციელოს და პირდაპირი მნიშვნელობით დაამსგავსოს საბჭოთა კავშირს, მოდი, ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებს უუქმდებათ სუვერენიტეტი, სახელმწიფო წევრ ქვეყნებს აღარ ექნებათ სუვერენული უფლებები. განსაკუთრებით, კი ახლად მიღებულ წევრებს, რომლებიც დღეს კანდიდატები არიან, მათ მაგივრად, მათი ხელისუფლებების ნაცვლად, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიული წესით იქნება არჩეული, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ბრიუსელში ბიუროკრატებმა, რომელიც დღეს არიან მოკალათებული სავარძლებში. სხვა რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ ქვეყანაში, კონკრეტულად, მონტენეგროზეა საუბარი, ითხოვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები უნდა დაექვემდებარონ “ვეტინგს” და “ვეტინგი”უნდა იყოს გარედან ნაკარნახევი, ვისი ხელით გაკეთებული ღმერთმა უწყის. დემოკრატიის პრინციპის მიღმა, მისი წესების პრაქტიკულად უგულებელყოფით, ვიღაც კონკრეტულმა პირებმა თუ ადამიანების ჯგუფებმა შეამოწმონ, ახლა ხალხმა რომ აირჩია მონტენეგროში კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერი, არის კეთილსინდისიერი თუ არ არის კეთილსინდისიერი. რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არის ის აბსურდი, რომელზედაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია შედარება ევროკავშირისა საბჭოთა კავშირთან. ეს არის ის ღერძი, რომლითაც შექმნილმა საბჭოთა კავშირმა დაქვემდებარებული, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკების მართვა გადაწყვიტა და ასეც ახორციელებდა ვიდრე საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ახლა ამ რელსებზე გადადის აბსოლუტურად ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს და ეს მოთხოვნები გააჩნია წევრი სახელმწიფოების, უფრო კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ, რაც არის სრული აბსურდი და არ მგონია, რომ მონტენეგროს საზოგადოებამ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ღირსეულმა, თავმოყვარე, სუვერენულმა სახელმწიფომ ტაშით და ოვაციებით მიიღოს ჩარევა სუვერენიტეტში, რომელსაც ბრიუსელი სთავაზობს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, გახარიამ აქციას მშვიდობიანი უწოდა” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ნიკა გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა. გოდრულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების: ნიკა გვარამიასა და ნიკა...

დაწვრილებითDetails

“პაპუაშვილმა თავადვე აღიარა დღეს, რომ გუშინ მოიტყუა…” – სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს-სამადაშვილი
მთავარი

„ქოც” მედია ჩემს 2022 წლის გამოსვლას ატრიალებს, რომელშიც უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოვითხოვ. ეს გამოსვლა არის თურმე სამხილი, რომ „ლელო” უკრაინაში ჯარის გაგზავნას მოითხოვდა - წილოსანი რომ ამას ამბობს, არაა გასაოცარი,...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
არსებულ მტკიცებულებებს ტაქსიში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც დაემატა- ვახო სანაია
მთავარი

ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან...

დაწვრილებითDetails

“ზოგად ნათქვამს გადმოგვიგდებს: ევროკავშირი გმობს ძალადობას – სად გმობს? – ავსტრალიაში, ანტარქტიდაში თუ არქტიკაში?” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ვიდრე ევროკავშირის ელჩი პირადად არ დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ თავდასხმას, ამის შეხსენებას არ მოვეშვები - არ მოვეშვები, რადგან არდაგმობით ის ხვალინდელ ძალადობას ახალისებს და ყოველ შემდგომ...

დაწვრილებითDetails

“მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან” – პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა იმიტომ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - აქედან მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და...

დაწვრილებითDetails

“რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა მოველოდოთ მათგან, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამუნა კურტანიძეს ეძებს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ოჯახი თამუნა კურტანიძეს ეძებს
მთავარი

ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, თამუნა კურტანიძე ბოლოს მცხეთაში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „მეგობრებო, ვეძებთ თამუნა კურტანიძეს. ბოლოს ნახეს გუშინ, ხაშურის ავტოსადგურზე. როგორც ცნობილია,...

დაწვრილებითDetails

აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი მოყვა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა. საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციის თბილისის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"