თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მაღაზია გაძარცვეს. როგორც ობიექტის თანამშრომლები ამბობენ, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიას მოხდა. მათი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები.
ცნობილია, რომ ობიექტის კარზე შუშაა ჩამსხვრეული და, სავარაუდოდ, სწორედ აქედან შეაღწიეს მაღაზიაში თავდამსხმელებმა.









