LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია

“ვაკვირდები, როგორ მიგყავთ პროცესი და გული მიკვდება” – ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

დაპოსტა 2026/11/14-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს – ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ

შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ? რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? ან გორდულაძეს, ოლიმპიელ სპორტსმენს ამოფარებული ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს, სუს-ს ამოფარებული, რატომ არ მოსთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს?!, – ასე მიმართავს საპატიმროდან „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ ქართული ოცნების“ სარჩელს იხილავენ.

ელენე ხოშტარიას მიმართვას მისი პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ძალიან უჭირს იმის ყურება, თუ „რა სიმსუბუქით ამბობენ მოსამართლეები ტყუილს“.

ხოშტარიას თქმით, „ტყუილის თქმის ეს სიმსუბუქე, თამაშის ეს მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის.

ამასთან, ხოშტარია კითხვებით მიმართავს მოსამართლეებს, მათ შორის ეკითხება, შეუძლიათ თუ არა ჩახედონ თავლებში საკუთარ შვილებს და უთხრან, „რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას მიტაცებული არ აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო?“.

„რადგან არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად ვიყო იქ, ბათუმში, სადაც მართლა ისტორიული პროცესი მიდის, მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მოისმინოთ ჩემი ეს მიმართვა:

ამდენი დღეა გაკვირდებით, გაკვირდებით ძალიან დიდი ყურადღებით. ვაკვირდებით თქვენს სიტყვას, ინტონაციას, მიმიკებს, ზოგადად როგორ მიგყავთ ეს პროცესი, როგორ… ამ ყველაფერს და გული მიკვდება, ოღონდ, გული მიკვდება იმაზე კია არა, რომ პარტიებს აკრძალავთ ან დანაშაულს ჩაიდენთ, იმაზე კი არ მიკვდება გული, რომ თქვენ დავალებას ასრულებთ, სამწუხაროდ, ამას უკვე შეგუებული ვარ, ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს. ტყუილის თქმის ეს სიმსუბუქე, თამაშის ეს მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის. თქვენ თავს გაეცით პასუხი, მე არ მჭირდება პასუხები. თქვენ გაეცით თქვენ თავს, თქვენ ახლობლებს, თქვენ შვილებს და ოჯახის წევრებს. შეწუხებული სახით, ძალით დაღვრემილი სახით, რომ იძახით „ქვის სროლა და „მოლოტოვის“ სროლა, განა გაგებულა? ეს ძალადობა არ არის?“, ამას, რომ იძახით, ძალიან დიდი ბოდიში, ასე რომ შეწუხებულხართ, თქვენ, წლების განმავლობაში, ჩვენი ასი ათასი მოქალაქის ფონზე, რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ჯერ ამ კითხვას მინდა გასცეთ პასუხი. რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ერთი თითი გეყოფათ ამის ჩამოსათვლელად. მეორე მხრივ, რაები დაინახეთ, ახლავე მოგახსენებთ, ოღონდ, დაინახეთ და არ გინდათ, რომ აღიაროთ.

ან ქვის სროლაზე რომ ლაპარაკობთ, „ქვის სროლა კარგია, თუ ცუდია“, თქვენ მოსამართლეებმა, არ იცით, რომ ასე, ცალკე აღებული ქვის სროლა არაფერი არ არსებობს? ქვის სროლა შეიძლება იყოს სპორტი, ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდასხმა და ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდაცვა და თქვენ არ იცით, ის კონტექსტი, სად იყო ის ქვის სროლა? რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ, დასისხლიანებული, ღიად სპეცრაზმის ნაცემი?! რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? ან გორდულაძეს, ოლიმპიელ სპორტსმენს ამოფარებული ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს, სუს-ს ამოფარებული, რატომ არ მოსთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს?! ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, „სისტემურად“, თქვენ რომ გიყვართ ეს სიტყვა, გამზადებული „მარშუტკები“ რომ მოაყენეს ადამიანების საწამებლად. ან იმან რატომ არ შეგაწუხათ პატივცემულ ჟურნალისტს სახეში რომ აფურთხებენ?! ან იმან რატომ არ შეგაწუხათ ღობე რომ გადაჭრეს და … კობახიძე, სიურპრიზს უწყობს საზოგადოებასო? ასე, ღიად და გადაჭრილი ღობე რომ დახვდათ? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, ჩვენი თანამოქალაქე, ადამიანი, ახალგაზრდა ხელებით ეჭირათ პოლიციელებს და წიხლებს ურტყამდა. ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ ან მაკა ჩიხლაძის სახემ რატომ არ შეგაწუხათ? ან გაშიშვლებული ქალების სახეებსა და თვალებს, რატომ არ ხედავთ ყოველ დღე და ბუქნებ გაკეთებულს? ვერაფერი ეს ვერ დაინახეთ და უბრალოდ, დაინახეთ, „ქვა მოფრინავს“.

ახლა შეურაცხყოფაზე გადავიდეთ – შეურაცხყოფილი ყოფილხართ „ვეტინგის“ სისტემით და შეურაცხყოფილი ხართ მაია კოპალეიშვილისგან და განახორციელეთ ვითომ თვენი ადგილობრივი ძალაუფლება, რომელიც იმ ოთახს არ სცილდება, მარტო ამის უფლება მოგცათ ბიძინა ივანიშვილმა.

ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, მაგან რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფამ, რის გამოც მერე მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს თვალები დასთხარეს, ცხოველის ტყვიებით? ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა. ან ზოგადად, ცრუ მოწმეები რომ დგებიან ხოლმე თქვენ პატივსაცემ სასამართლო მაგიდასთან და ტყუილებს რომ იძახიან, თქვენ რომ ყველაზე კარგად იცით, ტყუილებს, რომ იძახიან, ეს რატომ არ შეურაცხგყოფთ? მხოლოდ ის შეურაცხგყოფთ, მაია კოპალეიშვილმა სიმართლე რომ გითხრათ?!

ახლა, დაუმორჩილებლობაზე მინდა ვთქვა – მე მგონი, [სერგო] მეთოფიშვილი კითხვას სვამდა, კითხვის დასმა უნდოდა კოალიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე და ჩემი ხსენება უნდოდა, „თქვენს პარტიაში, ერთი ლიდერი არის,რომელიც დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო“. დიახ, ბატონო მოსამართლე, ზუსტად ასევე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს ზოგადად იმიტომ, რომ მე, თქვენ მთავაზობთ, რომ ფლომასტერის ქიმიურ ექსპერტიზას დავესწრო სასამართლო დარბაზში, სერიოზული სახით ვიდგე და გავაგრძელო ჩემი პატივისცემა. თქვენ, მე მთავაზობთ, რომ ტროტუარზე დგომა დანაშაულია, დავიჯერო, შევასრულო, სასამართლოზე დავდგე და ჩემს თავს პატივი ვცე, ამის შემდეგ. თქვენ მე მთავაზობთ, „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტი დანაშაულად ვაღიარო, მერე დავესწრო ამ სასამართლოს და მერე გავაგრძელო თავის პატივისცემა და ჩემი ქვეყნის მსახურება. ყველაზე კარგად იცით თქვენ, რომ მე, რასაც ვლაპარაკობ, არის სიმართლე, გულწრფელად გეუბნებით, სიმართლე, რომელსაც მე მთელი ცხოვრება გავიმეორებ, სიმართლე, რომლითაც მე ჩემ შვილებს ჩავხედავ თვალებში, თამამად ჩავხედავ და ვეტყვი. აბა, თქვენ დაფიქრდით ახლა, შეგიძლიათ ჩახედოთ თქვენს შვილებს თვალებში და უთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას მიტაცებული არ აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, შეგიძლიათ ეს?! მე ნუ მეტყვით პასუხს, თქვენ თავს უთხარით და არ ვიცი, ეგებ, მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციიდან, როგორიც იპოვა ქალბატონმა მანანა კობახიძემ და პატივს ვცემ ამ გამოსავალს.

ბოლოს მინდა გითხრათ ერთიან ორგანიზმზე, ერთიანი ორგანიზმი, რაც თქვენ მოიგონეთ, ეს ნამდვილად არ ვიცი, რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის ერთიანი ორგანიზმი- ერთიანი ორგანიზმი არის საქართველო, ჩვენი ერი, თან მრავალტანჯული და თან მრავლად საამაყო ერი. ერი, რომელმაც იცის დაუმორჩილებლობა, ერი, რომელიც ვერ დაამარცხა ვერ ჯალ ალ ლედინებმა, თემურ ლენგებმა და ა.შ. და ვერც რუსეთმა და მით უმეტეს, ვერც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი. აი, ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ბოლოს ამას გეტყვით, ჩემი სურვილია, რომ მე და თქვენ ერთმანეთის გამორიცხვით კი არ ვიცხოვროთ, ზუსტადაც ერთიან ორგანიზმად ვიცხოვროთ, სადაც ყველას საკუთარი ფუნქცია აქვს და ყველა ერთმანეთს პატივს სცემს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილების ინფორმაციით, სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. მძღოლმა მცირე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
მთავარი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...

დაწვრილებითDetails

მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები...

დაწვრილებითDetails

“შოკისმომგვრელი ამბავია” – კახა კახიშვილი დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? – კახა კახიშვილი
მთავარი

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ისეთი სისტემა, სადაც არ შეიძლება, უნდობლობის მარცვალი მისცე სალაპარაკოდ იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

“ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე…” – შიო მესამე

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება – ვის შეეხება ცვლილება

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"