თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლისაა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნისას, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას მატარებელი არ დასჯახებია, თუმცა ადგილზევე გარდაიცვალა.
წყარო: NEWS.On.ge








