LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? – კახა კახიშვილი

“შოკისმომგვრელი ამბავია” – კახა კახიშვილი დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე

დაპოსტა 2026/11/14-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ისეთი სისტემა, სადაც არ შეიძლება, უნდობლობის მარცვალი მისცე სალაპარაკოდ იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებიც სპეკულირებას დაიწყებენ ამ ერთი კონკრეტული საქმის გამო. ახლა ამ ამბის ვაჭრობის საგნად ქცევას დაიწყებს ყველა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კახიშვილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარს მისი მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტულ საკანში ვერ მოათავსებდნენ, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია.

„შოკისმომგვრელი ამბავია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა რთული სამართავია პენიტენციური სისტემა და როგორი რთული ადმინისტრირება ხდება, ზუსტად ასეთ ინციდენტებს რომ არ ჰქონდეს ადგილი.

არ არსებობს ასეთი რამ, რომ პატიმრის თხოვნის საფუძველზე მომხდარიყო საკანში შესახლება. ამას კანონის საფუძვლები არ აქვს. არ ვიცი რა მოხდა, ახალგაზრდა კაცია [გიორგი პატარიძე], ოფიცერი ადამიანია და, ფაქტობრივად, საკუთარი თავიც დაღუპა ამ გადაწყვეტილებით, რასაც ჩვენ პროკურატურისგან ვისმენთ. მეორე საკითხია, დაუმტკიცებენ თუ არა ამას, მაგრამ კონკრეტულად ოფიცრისთვის, ამხელა თანამდებობის პირისთვის ბრალის წარდგენა, სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა არის, გარდა იმისა, რომ რეპუტაციულია.

ფაქტია ისიც, რომ პროკურატურამ განაცხადა, ამ გენერალური დირექტორის მითითებით, მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა განათავსა [პატიმარი საკანში]. ერთი მხრიდანაც დარღვევაა და მეორე მხრიდანაც.

ერთია, რომ მან შეიძლებოდა, არ იცოდა ან, პირობითად, არ ჰქონდა შესაბამისი ცნობა, მაგრამ მეორეა, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ვალდებულია ახსნას, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს სისტემა, როცა ასეთი რაღაც მოხდება. რატომ არის, რომ სისტემაში იზოლირებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და ცალკე დაწესებულებაში არიან? იმიტომ, რომ მათი გავლენა უფრო არ გაფართოვდეს ღია ტიპის დაწესებულებაში. შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, შეიძლება ისეთ საკითხთან გქონდეს საქმე, რომელიც არ იცი, განათავსე და მერე რაღაც მოხდა, ეს შეცდომაა, მაგრამ როდესაც პროკურატურა აპელირებს, რომ ეს წინასწარ შეთანხმებითა და მითითებით მოხდა, აქ უკვე სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქ უკვე განზრახვაზეა საუბარი.

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ისეთი სისტემა, სადაც არ შეიძლება, უნდობლობის მარცვალი მისცე სალაპარაკოდ იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებიც სპეკულირებას დაიწყებენ ამ ერთი კონკრეტული საქმის გამო. ახლა ამ ამბის ვაჭრობის საგნად ქცევას დაიწყებს ყველა”, – განაცხადა კახიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში, ღარიბაშვილის წერილების საფუძველზე მას პროკურორი გაესაუბრება. კახიშვილმა ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზეც, რომ ყოფილ პრემიერს არ ეძლეოდა შვილების ნახვის საშუალება. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა შეეძლოს ერთ მაღალჩინოსანს, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს, სასამართლოდან ლაივები ჩართოს, როდესაც ეს კანონით აკრძალულია, მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს საკუთარ შვილებს არ ანახებენ.

„ჩემთვის გაუგებარია ისეთი საკითხით ვაჭრობა, რასაც ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქვია. მაშინ, როდესაც ერთი მაღალჩინოსანი 24-საათიან ლაივებს რთავს სასამართლოდან, ამ დროს კი მეორე ან მესამე [გრიგოლ ლილუაშვილს] მაღალჩინოსანს არ აძლევ უფლებას, შეხვდეს საკუთარ შვილებს, როდესაც კანონში არის ჩანაწერი, რომ შენ გაქვს უფლება, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელს, დამატებით მისცე პაემანი. თუ რაიმე ქმედებისთვის სჯი, მაშინ ის გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სახეზე, თუ რატომ სჯი, რა დაარღვია…

როდესაც ამ საკითხით იწყება ვაჭრობა, რაც გინდა დამნაშავე იყოს, მაინც გიჩნდება სოლიდარობის განცდა.

რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს ღარიბაშვილის განცხადებებზე. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში პირდაპირ არის მუხლი, რომელიც ავალდებულებს საგამოძიებო სტრუქტურას, დაიწყოს გამოძიება იმ დროს, თუ ზეპირსიტყვიერ განცხადებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მხოლოდ განცხადება და მხოლოდ „მოდი, დამკითხე” არ არის საჭირო. კაცმა ხუთჯერ თქვა, შესაბამისად, ცალკე თხოვნა არ სჭირდებოდა.

კარგია, რომ პროკურატურა მიდის ახლა ღარიბაშვილთან. იმედს ვიტოვებ, რომ დეტალურად დაიკითხება და ეს ადამიანი იტყვის თავის სათქმელს და რაც მთავარია, რასაც იტყვის, მას შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურ აქსიომად ვერ იქცევა, მაგრამ შემდეგ, გამოძიებამ უნდა დაიწყოს ამ განცხადებების ან მტკიცებულებითი ტვირთით აღჭურვა ან კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენა, რომ ერთმანეთთან შეუსაბამოა და ფიზიკურად შეუძლებელია. ყველა შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებები დასაწყებია”, – განაცხადა კახიშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე…” – შიო მესამე

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება – ვის შეეხება ცვლილება

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე...

დაწვრილებითDetails

„სულიერი სიმშვიდისა და შეწევნისთვის“ – ლოცვა, რომელსაც ძალა აქვს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

14 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ავარიას ახალგაზრდა ბიჭი, ბექა თუთისანი ემსხვერპლა. ბექას ახლობლები სამძიმრის პოსტებს სოციალურ ქსელში წერენ : "ნეტა შემეძლოს ჩემი სიცოცხლის მოცემა,არც კი დავფიქრდებოდი ისე დაგაბრუნებდი შენს სახლში ბექა...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა – RAF-ის ოფიციალური განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

ორგანიზაცია RAF-მა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი აბუ დაბიში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაბრუნდა. „მოხარული...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში რიგითი წევრი იყო ” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ...

დაწვრილებითDetails

” ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება” – სოსო ბარათაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დააკავებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს? – ყოფილმა პრემიერმა ჩვენება მისცა
მთავარი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. ის ცოტა ხნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"