ცოფზე დაკვირვების მიზნით 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს. მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი.
სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას.
8 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში ცოფით ინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი გადაიყვანეს.










