ჩინეთში აპლიკაცია ჩაეშვა, რომელიც მთავრობას კრიტიკოსების შესახებ შეატყობინებს.
აპლიკაცია ჩინეთის კიბერმარეგულირებლმა გამოუშვა, ცხელ ხაზთან ერთად. მისი მიზანია, პარტიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეაჩეროს “არასწორი მოსაზრებების” გავრცელება და “საზოგადოებაში ჰარმონიული ატმოსფერო შექმნას”.
მარეგურილებლის განცხადებით, “არასწორ მოსაზრებებში” იგულისხმება კომუნისტური პარტიის ისტორიის “დამახინჯება”, ასევე მის ხელმძღვანელებზე შეტევა და გმირებზე ცილისწამება.
ცნობისთვის, ჩინეთში ინტერნეტი მკაცრად არის ცენზირებული და ქვეყანაში უცხოური სოციალური მედია ქსელების, საძიებო სისტემებისა და ახალი ამბების საშუალებების უმეტესობა აკრძალულია.