ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ უპასუხისმგებლო, სხვისი სიცოცხლის რისკის ფასად ფულის შოვნაზე ორიენტირებულ კომპანიას – ამის შესახებ ფეისბუკზე შატილის ტრაგედიაში დაღუპული მედეა დევსურიშვილის დედა წერს. ის ყველა დაზარალებულს ერთად დგომისკენ, ადვოკატის აყვანისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს:
”მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამინებო! მე მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა ვარ. როგორც იცით მედეას სიცოცხლე შატილის ტურმა შეიწირა, ხატია ძლივს გადაურჩა სიკვდილს. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო შატილში გარდაცვლილთა ახლობლებს – უფალს ვთხოვ ნუგეში და გამძლეობა მოგვცეს და დაგვეხმაროს სამართლის ძიებაში. სიცოცხლე ყველაზე დიდი უფლისმიერი საჩუქარია! ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ უპასუხისმგებლო, სხვისი სიცოცხლის რისკის ფასად ფულის შოვნაზე ორიენტირებულ კომპანიას! ჯერ მხოლოდ იმის გამო ვიბრძოლებ, რომ მედეასთან შეხვედრისას მე მას თვალი გავუსწორო და ვუთხრა: შენ ვინც სიცოცხლე წაგართვა დაისაჯნენ- მეთქი! ვიბრძოლებ ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა! დარწმუნებული ვარ იგივე სურვილი გაქვთ თქვენ, 23 აგვისტოს გარდაცვლილთა ახლობლებს! ჩვენ ბევრი ვართ, ამ უპასუხისმგებლო კომპანიამ ხომ ასობით ადამიანი გაგვაუბედურა და დაგვღუპა! დავდგეთ ერთად! ავიყვანოთ ძლიერი ადვოკატი, ბევრი ვართ და არ გაგვიჭირდება გამოცდილი და სანდო ადვოკატის აყვანა. მე უკვე გავიკითხე და მირჩიეს ერთი ადამიანი. მისი საკონტაქტოც მაქვს. თქვენც გთხოვთ თუ ვინმემ იცით ვის შეიძლება ვანდოთ ეს საქმე მოგვაწოდეთ ინფორმაცია, შევჯერდეთ ერთ კანდიდატურაზე და დავიწყოთ ბრძოლა. რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მიაყურადებენ ამ საქმეს. არ დავუშვათ ამდენი ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები თავისუფლად აგრძელებდნენ ცხოვრებას! ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თრეველერ ჯის მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ, და არა ადამიანები! ნამუსიც ხო კარგი საქონელია! არანაირი მორალური უფლებაც კი არ ქონდათ გაეგრძელებინათ მუშაობა! წარმოგიდგენიათ? კომპანიის უფროსმა თავის პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა ფული მგზავრს და ამაზე არანაირი რეაგირება!!! ჯერ მარტო მაგის გამო მაშინვე უნდა დაეკეტათ ეგ კომპანია და დაეჯარიმებინათ! კიდევ უამრავი კითხვის ნიშანი დგას და ყველაფერზე ვითხოვთ დროულ პასუებს! დრო აღარ ითმენს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას! პატივისცემით ლიკა სიმონიშვილი.” – წერს გარდაცვლილი მედეა დევსურიშვილის დედა ფეისბუკზე.
შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან დატრიალებული ტრაგედიიდან 3 თვე გავკდა. მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა.